"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო?
თენგო
06 თებერვალი 2023 15:26
1
რა ყველაფრის მითვისებისა და წართმევის სურვილი გაქვთ თქვენი....
სვანსკი
06 თებერვალი 2023 15:13
0
ვინ არის შიშკინი, სად თამაშობდა, რას წარმოადგენდა, ვის სჭირდება მისი კომენტარები, რუსები არ იყვნენ მესხის თამაში რომ დაბლოკეს მსოფლიოს ნაკრებში, ყიფიანს რომ არ იძახებდნენ, გავრილოვს ათამაშებდნენ მის მაგივრად, ისე კარგი ადამიანებიც ცხოვრობენ რუსეთში, სიომინი, სლუცკი, მაგრამ ისინი შოვინისტები არ არიან პუტინისა და სხვათა მსგავსად, შეეშვით რუსების კომენტარების გადმოწერას, ძველმა ხალხმა ვიცით რუსული და თვითონ ვნახავთ, ახალგაზრდებსკი, მერწმუნეთ, არ აინტერესებს
პატრიოტი
06 თებერვალი 2023 14:11
0
ხომ ფაქტია,რომ ხვიჩას თამაშმა,რუბინის სტადიონზე მაყურებელი დააბრუნა?ვინც ხვიჩას დროინდელ რუბინის თამაშებს უყურებდა,ისინი დამეთანხმებიან,რომ მის გვერდით,სხვა ფეხბურთელებმაც შეიცვალეს თამაშის სტილი და მისი თანაგუნდელებიც,შეძლებისდაგაბარად ცდილობდნენ მის მსგავსად,ტექნიკური,სანახაობრივი ფეხბურთი ეთამაშათ.ზუსტად ასეთივე გავლენა ჰქონდათ ხვიჩას და ზურიკოს,საქართველოს ჩემპიონატზეც.ასე რომ გემოვნებაში,არც ისე შორს ვართ ერთმანეთისაგან."კარგი ჩვენც მოგვეწონება,ცუდი,არც თვისსა დედასა",ვაჟამ ბრძანა და შიშკინმაც ეს დაადასტურა.არც ყველა რუსია ნაძირალა და არც ყველა ქართველი;-ანგელოზი და ყველას ერთი არშინით გაზომვა,სწორედ ის საშინელი თვისებაა,რომლის გამოც,თქვენ თვითონვე,ასე გძულთ,ყველა რუსი.არავის გაუქიაქებია რუსი ადამიანის მანკიერებები,ისე ძალიან,როგორც თვითონ რუსული მწერლობის კლასიკოსებს და არავის,ილია ჭავჭავაძეზე მეტად,ქართველთა მანკიერებანი.ასე რომ აქაც ძალიან ახლოს ვყოფილვართ ერთმანეთთან.ეს ბუნებრივია,რადგან არსებობენ მაღალი სულის ადამიანები და არსებობენ,მდაბალი სულის ადამიანები.სამწუხაროდ,სწორედ სულმდაბალთა ხელშია ძალაუფლება და ისინი სხვებსაც რყვნიან.როგორც იქ,ისე აქ და ასევე სხვა ქვეყნებშიც.ჩვენ თუ ილია ჭავჭავაძე და გურამ შარაძე მოვკალით,მათ პუშკინი და ლერმონტოვი გაისტუმრეს,იმ ქვეყნად.მგონი დროა გავიგოთ,რომ არც სიკეთეს,არც სილამაზეს და არც ბოროტებას,ეროვნება არა აქვს.ის ყველას ეხება.უაზრობაა,ვიღაცის,ან თუნდაც ვიღაცების გამო,მთელი ერის შეძულება.ბოლოსდა ბოლოს,რუსებს,ერთერთი უდიდესი წმინდანი,დიმიტრი საროველი ჰყავდათ.
სოსო
06 თებერვალი 2023 19:21
17
სერაფიმ სერაფიმ საროველი და არა დიმიტრი...
უკაცრავად
06 თებერვალი 2023 20:46
0
უკაცრავად-ს.რა თქმა უნდა სერაფიმ საროველი!საბოდიშო მე მაქვს და არა თქვენ!ასეთი შეცდომა არ მეპატიება.არ მესმის,საიდან მომივიდა თავში,ეს სახელი.
სოსო
06 თებერვალი 2023 23:16
0
ყველა გამოხმაურება
როგორ გინდათ ქართველი რომ რუსეთუმედ აქციოთ, თორემ არ მახსოვს სხვა ეროვნების გამორჩეულ ადამიანებზე გეთქვათ იგივე. ხვიჩა თავმდაბალი, პატრიოტი და კეთილი ადამიანია. რუსული სული კი ამ ყველაფრის საპირისპიროა- ქედმაღლობა, შოვინიზმი და ბოროტება - აი ესაა თქვენი და კარგად მოუარეთ, არ დაგეკარგოთ, თორემ ეროვნებასაც დაკარგავთ. თან რაღა დაგრჩენიათ აწი, მხოლოდ სხვების ყურებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ ყველასგან და ყველაფრისგან იზოლირებულებმა. ადიოს!
ალექს
06 თებერვალი 2023 13:49
0
უკრაინელებზეც იგივეს ამბობენ ომში მებრძოლ ბიჭებზე რომ "რუსული სულის" ბიჭები არიანო მაგრად მაგიტომ გვეომებიანო. არადა ხოცავენ ჟლიტავენ აწამებენ უკრაინას. ხვიჩა ჯერ ჩაქოლეს მიწასთან გაასწორეს გესლიან სტატიებს უწერდნემ ეხლაც არ აკლებენ, მაგრამ რახან ხვიჩა ბრწყინავს ანგრევს იტალიას და ჩემპიონი ხდება რახან თავზე გადაახიათ რუსებს ყველანაირი კრიტიკა და დეგენერატული "პროგნოზები" (სპალეტის გააგდებენ ნაპოლი სერიადან გავარდებაო ხვიჩა ზამენაზე იჯდებაო ა.შ) აჰაა ახლა ესეიგი ხვიჩა ყოფილა რუსი(!) ჯერ რუსეთის ნაკრებში აყვანაზე ეჩალიჩებოდნენ ჩემი *** და ეხლა მაინც რუსად ასაღებენ
Stf. tkveni jishi
07 თებერვალი 2023 04:12
6
კიპიანი იგრაეტ პო გავრილოვსკი, ეგაა რა.
გფფ
06 თებერვალი 2023 15:13
0
ადამიანმა შეაქო, რა ამბავი ატეხეთ. "რუსული სული" კი არ უთქვამს, ანუ душа კი არა, дух თქვა, ამ სიტყვაში ჟინი იგულისხმა.
ლერი
06 თებერვალი 2023 17:44
34
შენა და რუსული იციი?
არა რუსეთს
06 თებერვალი 2023 19:02
5
მაიმუნი შიშკინო, ნუ ეტენები ხვიჩას!
სანდრო
06 თებერვალი 2023 14:50
1
რუსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აზიის ყინულის ჰოკეის ჩემპიონატზე, როდესაც იქ თამაშის უფლებას მიიღებენ.
ქ. გ.
06 თებერვალი 2023 13:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული