არიედო ბრაიდა: "ნაპოლის" ორი ფენომენი ჰყავს, მაგრამ იმედია, "კრემონეზე" ისევ დაამარცხებს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა, ამჟამად კი "კრემონეზეს" სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ "ნაპოლისთან" მომავალ შეხვედრაზე რადიო Kiss Kiss Naples-თან ისაუბრა. მან მეტოქე და განსაკუთრებით მისი ორი ფეხბურთელი შეაქო.

"ნაპოლი" სკუდეტოს მოიპოვებს, ეს უდავოა. ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობდი და არა ახლა, როდესაც "ინტერი" 13 ქულით ჩამოიტოვეს. ოსიმენი და კვარაცხელია - ევროპაში უძლიერესთა შორის ორი ფენომენია, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი "კრემონეზე" თავის ფანებს გამარჯვებით ისევ გაახარებს. ადრე თუ გვიან სერია A-ში გამარჯვებას მოვიპოვებთ. ნეაპოლური გუნდი ჩემპიონატზე
არასოდეს არ დაგვიმარცხებია, თასზე კი ახლახან პენალტების სერიაში ვძლიეთ, რაც დიდი მოულოდნელობა იყო".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონო არიედო კი გვაპატიეთ,მაგრამ ჩვენი ბიჭის დაბადების დღეა მაგ შეხვედრაში(ჩვენი ფენომენის) ასე რომ არ გვაწყობს წაგება:))) პირიქით უნდა “გაიბრწყინოს” საკუთარ დაბადების დღეზე და ყველას კარგად მოეხსენება,სადაც ხვიჩა “ბრწყინავს” იქ თამაშის ბედი ნაპოლის სასარგებლოდ გადაწყვეტილია:))) წარმატებები კვარას!!! მრავალი ბედნიერი და იღბლიანი წლები!!! უფალი ფარავდეს მუდამ!!! დაე იხაროს როგორც ჩვენ გვახარებს!!!❤️
გულშემატკივარი
23:22 09-02-2023
1
თასზე კვარა არ იყო და ეხლა იმედები გაგიქარწყლდება არიედო, ასე რომ აქედანვე უნდა დარდობდე წესით!
ლაშა
23:21 09-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული