იუბილარი კვარაცხელიას მეცხრე გოლი - "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა - ნეაპოლურმა გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩიდან 17 საერთო ანგარიშით 44:11 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეზე დალაშქრა მეტოქის კარი - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 18 მატჩში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

აუტსაიდერმა მეტოქეს თავიდან მაღალი პრესინგი შესთავაზა, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კონტრიერიშებზე ააგო და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც დი ლორენცოს თავით დარტყმული ბურთი მეკარე კარნეზეკმა მოიგერია, მომდევნო შეტევისას კი კვარაცხელიამ საჯარიმოს კიდესთან
დრიბლინგი წამოიწყო, ცენტრისკენ შეიწია და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. შემდეგ დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი ხვიჩამ თავით ოდნავ ააცილა მიზანს. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ქართველი ფერარისთან კონტაქტისას მეტოქის საჯარიმოში გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა: ლოსანოს გატანა კარნეზეკმა არ დაანება, „კვარამ“ მიზანს ვერ უწია, მერე ოსიმენმა გაიტანა (ეს ამ სეზონში იტალიის პირველობაზე მისი მეჩვიდმეტე გოლია), შეცვლაზე შესულმა ელმასმაც, ხვიჩა 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს.

„ნაპოლი“ 59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 17 თებერვალს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. „ინტერი“ ხვალ გენუაში „სამპდორიას“ შეხვდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კრემონეზე 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (22), 2:0 ოსიმენი (65), 3:0 ელმასი (79)

altხვიჩა კვარაცხელიამ კრემონენზეს გაუტანა [VIDEO]

altკიმმა თურქეთში და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად 75 000 ევრო გადარიცხა

altოსიმენისა და "ნაპოლის" ფეხბურთელების ჩანაფიქრი - რა საჩუქარს უმზადებენ კვარაცხელიას დღევანდელ მატჩში

altროგორ მიულოცა "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე

altროგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა დაბადების დღე [VIDEO]

altმატჩისა და ხვიჩას დაბადების დღე! - ქართული დუელი არ შედგება...

altდღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა

მკითხველის კომენტარები / 16 /
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, შეხვედრის 22-ე წუთზე, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
TanoLife
01:44 13-02-2023
1
დაბადების დღეს ვულოცავ ხვიჩას, და იმაზე მეტის მიღწევას რასაც სადღეისოდ თვითონ ფიქრობს რომ მისი მთავარი მიზანია. მგონია, შუძლია!
გიორგი
02:25 13-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული