დე ლაურენტისი: ლამაზი "ნაპოლი" "კვარათი", რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა

AutoSharing Option
სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" "კრემონეზე" 3:0 დაამარცხა. ანგარიში და თამაში ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 22-ე წუთზე გახსნა, რომელიც 22 წლის გახდა და საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა. გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვერ დამალა.

"ლამაზი "ნაპოლი" "კვარათი", რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა; ოსიმენით, რომელიც სულ უფრო და უფრო უკეთესი ბომბარდირი ხდება და ელმასით, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა. ასევე გააგრძელეთ!", - წერს დე ლაურენტისი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხომ ვთქვი ხვიჩას არ ჭირდება დაღეჭილი პასები ცარიელ კართან თვითონ შექმნის გოლს ოღონდ პასები მისცენ მეთქი ! მაგრამ დაბადების დღეზეც არ გაანებივრეს პასებით @ და თვითონ მოიპოვა ბურთი და თვითონვე გაიტანა !
zura222
04:11 13-02-2023
3
და ვის შეუძლია ისეთი პასის მიცემა მისთვის როგორსაც თვითონ არიგებს?გამოაკელი ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია და დარჩება საშუალო დონის გუნდი.ხვიჩა გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
მალხო
08:20 13-02-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული