მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. პირველ ტაიმში მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მატჩის დასასრულს ჟირონდული გუნდი შტურმზე გადავიდა, ლამინა გეიამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„მეცი“ 37 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „დიჟონს“ დაუპირისპირდება.