თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგ ჩემპიონატიდან "ჰათაისპორი" და "გაზიანთეფი" ჩაეხსნენ და სეზონის ბოლომდე ამ გუნდების ფეხბურთელებს სხვა კლუბებში თამაშის უფლება მიეცათ. "ფანატიკის" ცნობით, "ჰათაისპორის" ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს, მის მაროკოელ თანაგუნდელ თავდამსხმელ აიუბ ელ კააბის, აგრეთვე, "გაზიანთეფის" გარემარბ მუსტაფა ესკიჰელაჩს "ტრაბზონსპორი" და "ფენერბაჰჩე" ესპატიჟებიან.
გამოცემის ცნობით, 28 წლის ლობჟანიძის იჯარით აყვანას უფრო აქტიურად "ტრაბზონსპორი" ცდილობს, რომელმაც წინადადებით უკვე მიმართა.
ლობჟანიძე "ჰათაისპორში" 2021 წელს გადავიდა და 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
ლობჟანიძე "ჰათაისპორში" 2021 წელს გადავიდა და 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რათქმაუნდა საბას ყველაფერი წინ აქვს. მთავარია ნაკრებმა მიაღწიოს სანუკვარ შედეგს და უკეთესი კლუბი გამოჩნდება!