"ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი - ასე დაუდგნენ სპორტსმენები თურქეთსა და სირიას გვერდში

AutoSharing Option
თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავები ქველმოქმედებით დაკავდნენ. მაგალითად, ლიონელ მესიმ დაზარებული ქვეყნებისთვის 3.5 მილიონი ევრო გადარიცხა; დახმარების ხელი გაუწოდეს ანდრეა პირლომ, მესუთ იოზილმა და სხვა ვარსკვლავებმაც.

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარი ხელმოწერიანი მაისურის გაყიდვა გადაწყვიტეს და შემოსულ თანხას თურქეთსა და სირიაში გადარიცხავენ.

აუქციონი თურქულ Socratessahada.com-ზე მიმდინარეობს, იქ კი განთავსებულია ხვიჩა კვარაცხელიას, ელიფ ელმასის, ვიქტორ ოსიმენისა და პიოტრ ჟელინსკის მაისურები.

აღსანიშნავია, რომ ამ დასაფასებელი საქციელის ინიციატორი ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი გახლავთ. "კვარას" მაისური ამ მომენტისთვის 35 000
ლირადაა შეფასებული.

alt"კვარა" "იუვეს" ფანებმაც კი აღიარეს - რას წერენ "ბიანკონერის" ქომაგები სოციალურ ქსელში

alt"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

altრა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი და მადლიანი საქმეა ყოჩაღ ელმას ,ხვიჩა,ვიქტორ,პიოტრ,სხვებსაც მოვუწოდებ აჰყვნენ
ზაზა
15:06 15-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული