"რეალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ "დორტმუნდის" ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის გადაბირებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ Cadena SER-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" ბელინგემის ტრანსფერის გაჩარხვას და ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან, დანი სებალიოსთან და მარკო ასენსიოსთან კონტრაქტების გახანგრძლივებას აპრილამდე გეგმავს.
თუ "რეალი" ბელინგემის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ 100 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდება, რომელიც შეიძლება "ნაპოლიმ" მოითხოვოს. თუმცა, არაა გამორიცხული, ნეაპოლელების მხრიდან მადრიდელთათვის სასურველი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.