მატჩის დღე! კვარაცხელია ათიანებთან, ნაპოლი +18-თან...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს, პარასკევს იწყება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ "ნაპოლი" სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჩაერთოს და ძალების აღსადგენად მეტი დრო ექნება. სერია "ა"-ს ლიდერები "სასუოლოს" 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე ესტუმრებიან.

ბოლო დროს ლუჩანო სპალეტი როტაციას, ფაქტობრივად, არ მიმართავს და საქმეში ძირითადად ერთსა და იმავე თერთმეტეულს ვხედავთ. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, სადაც ცვლილება უფრო ხშირი იყო, ირვინ ლოსანოს სტაბილურად ენდობიან და მატეო პოლიტანოს ცოტა დრო ეძლევა. ახლა საქმეში ჩემპიონთა ლიგა ერთვება და ყველა მწვრთნელის წინაშე ეს
დილემა დგება, როგორ გადანაწილდება ძალები და რესურსები. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა ქვეყნის თასზე გამოსვლა შემადგენლობის გადახალისებას შესწირეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოსთან მიახლოება ძალიან ძვირფასია (უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით აღემატებიან და +18-ის შანსი აქვთ), თუმცა უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა კლუბის ხელმძღვანელობისა და სპალეტის ინტერესში იქნება. მით უმეტეს, მერვედფინალში გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ აქვთ - ფრანკფურტის "აინტრახტი".

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი დაუნდობელი გახდა და არავის იმჩნევს. შეგახსენებთ, ნიგერიელს ჩემპიონატში 17 შედეგიანი დარტყმა და 3 "ასისტი" აქვს, ქართველის ანგარიშზე კი 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. ჩვენებურს შანსი აქვს, ტოპ-ლიგებში პირველი იყოს, ვინც ორნიშნა ნიშნულებს (10 გოლი, 10 შედეგიანი პასი) მიაღწევს. ამ დუეტის შემართება, ურთიერთგაგება და ეფექტურობა ძალიან მაღალ დონეზეა. "სასუოლოსთან" პირველი წრის მატჩში "კვარამ" ვიქტორს ორჯერ გაატანინა, მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო, ოსიმენმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. რაც უნდა როტაციაზე ვსაუბრობდეთ, ის ამ წყვილს არ უნდა შეეხოს. ნეაპოლური კოლექტივი ძალიან გუნდური და შეთამაშებულია. შესაძლოა, ელიფ ელმასს ან ჯოვანი სიმეონეს სხვაზე ცოტა დრო ეძლევათ, თუმცა ისინი მაინც პროდუქტიულები და შედეგიანები არიან. ტრავმის გამო ჯაკომო რასპადორი ვერ ითამაშებს.

Sportall.Ge

"სასუოლოს" საშინელი სერია ჰქონდა, თუმცა დიონისოს გუნდი ბოლო დროს ძალიან მოფერიანდა - ჯერ "მილანი" მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხეს, შემდეგ კი "ატალანტასაც" (1:0) აჯობეს. თუკი პირველი წრის მატჩში ხვიჩას შეჩერებას გერმანელი ტოლიანი ცდილობდა, ის ახლა ტრავმირებულია და "კვარადონას" პირისპირ "ატალანტადან" ცოტა ხნის წინ გადაბირებული ნადირ ზორტეა იქნება. 

რეჯიო ემილიაში ამ გუნდების უკანასკნელი ორი შეხვედრა უხვგოლიანი ფრით (3:3, 2:2) დასრულდა, ბოლო 4 მატჩში კი ნეაპოლელებმა მეტოქეს 15 გოლი გაუტანეს. შეხვედრას ანდრეა კოლომბო განსჯის.

altმამუკა ჯუღელი: ხვიჩა სხვა იტალიურ კლუბში არასოდეს ითამაშებს

alt"კვარამ" კვლავ გაგვაკვირვა, მაგრამ აღარაფერი გვიკვირს - სულ ცოტაა სკუდეტომდე...

მკითხველის კომენტარები / 18 /
აწი მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგას უნდა დაუთმონ სკუდეტო ფაქტიურად მოგებული აქვთ ! გამორიცხულია 16 თამაშში 15 ქულიანი უპირატესობა გაანიავონ თანაც დარჩენილი 16 თამაშიდან 10 ისეთი თამაში აქვთ მეორე შემადგენლობითაც მოიგებენ იმ თამაშებს
zura222
17:46 17-02-2023
2

აინტერესოა სილკ ზე არ ჩანს ტრანსლირება არსად და რომელ არხზე ვუყუროთ...
სეტანტა მუნჯურ რეჟიმშიი. რუსულს არ რთავთ მაგრამ ქართულად მაინც წაიყვანეთ
თამაში....
კახა
16:08 17-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული