ევროტურნირები: გუგეშაშვილის ორი და კვეკვესკირის ერთი ტაიმი, წიტაიშვილი სათადარიგოებში და გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა, რომლებშიც მონაწილეობა ლუკა გუგეშაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი

„შახტარმა“ ვარშავაში „რენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.

კონფერენს ლიგა. 1/16-ფინალი

„ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ბაქოში „გენტს“ 1:0 მოუგო. გუგეშაშვილმა 92-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ დაუზავდა (0:0). პოლონური გუნდის სასტარტოში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიორგი
წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გუგეშაშვილი რატომ არ უნდათ დაინახონ და ნაკრებში დაუძახონ საოცარია პირდაპირ. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, შახტარის მხრიდან საჩემპიონთალიგო განაცხადში არდაყენება უდრის შეურაცხოფას და სპეციალურ მიზანმიმართულ ჩაგვრას, რაც უფრო ქსენოფობიურ ბოდვას ჰგავს უკრაინელთა შესრულებით. კვეკვე ამბიციური და კარგი ფეხბურთელია ისევე, როგორც წიტაიშვილი, მაგრამ როცა მწვრთნელი შანსს არ გაძლევს, მაშინ ფორმაში არ ხარ და თუ სხვა რამეშია საქმე, მაშინ ქუდი უნდა დაიხურო, რადგან უუფლებო 21-ე საუკუნეში არავინაა...
ასე, მხოლოდ ხვიჩას შემყურე ნაკრები შორს ვერ გაფრინდება... შორს გასვლა კი სჭირდება ნამდვილად ნაკრებს და ლეგიონერებთან მიმართებით ამ მხრივ თუ გამოსწორდება რაიმე, მაგრამ ერთს ნამდვილად უნდა მიხვდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე აგენტები, რომ აღმ. ევროპაში თამაში (უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი) საერთოდ არ ღირს. ერთადერთი სლოვაკეთის სლოვანია და იქაც ვაისია კიდევ კარგი! ჯობია ტოპ ჩემპიონატების მე-2 ლიგები, ვიდრე აღმ. ევროპის უმაღლესი ლიგა რა...
ლაშა
00:44 17-02-2023
8
ძალიან ცუდ დღეში არის ქართული ფეხბურთი, სათადარიგო ფეხბურთელი არ გვყავს რომ ზურიკო, ჩაკვე, მიქუტაძე და ლობჟანიძე შეცვალოს ათი წუთი მაინც, ხვიჩაზე ხომ საუბარიც არ არის.
semi
09:32 17-02-2023
3

სიახლეები პოპულარული