წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალგაზრდა გარემარბის გასხვისებას არ გეგმავს და ხვიჩას ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევს.
"რეალი" 22 წლის ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ დე დაურენტისი ამაზე საერთოდ არ ნერვიულობს. 71 წლის კინორეჟისორი მზადაა "კვარას" ხელფასი გაუორმაგოს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლიში" ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.
"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ