მარიო რუი: მიაღწევს თუ არა "კვარა" რონალდოს დონეს? ეს შესაძლებელია და ჩვენდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო ძლიერი გახდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" 31 წლის პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა მარიო რუიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას და თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

შეუძლია თუ არა "კვარას" რონალდოს დონეს მიაღწიოს

"შესაძლებელია, მე ეს გამიხარდება. საამისოდ მას დრო აქვს. ამიტომ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რონალდოს დონეს მიაღწევს".

სპალეტის მიერ ხვიჩას სალაჰთან შედარებაზე

"მათ შორის განსხვავება არსებობს და ვფიქრობ, მწვრთნელმა ის იგულისხმა, რომ სალაჰი მის ხელში ნაკლებად ინდივიდუალური გახდა და იგივეა "კვარას" შემთხვევაშიც. ორივე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. "კვარას" გაუმჯობესების დიდი შესაძლებლობები აქვს.
ჩვენდა საბედნიეროდ, ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება".

"აინტრახტთან" მომავალ მატჩებსა და სკუდეტოზე

"ჩვენ "აინტრახტის" შესაძლებლობები ვიცით. ევროპა ლიგა მოიგეს. რთული დაპირისპირებები გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი, ისევე, როგორც მათი, გამარჯვების მოპოვებაა.

ჩემპიონატზე 16 მატჩია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შორს არ ვიხედებით, თამაშიდან თამაშამდე მივდივართ. ყველას უნდა, ფეხი დაგვიცდეს და დაგვამარცხოს, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ".

alt"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ

alt"ნაპოლის" თავდამსხმელს რამდენიმე კვირა მოუწევს უქმობა

altთანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

alt"ნაპოლის" გულშემატკივარმა ხვიჩას გოლის შემდეგ საქართველოს დროშა გაშალა [VIDEO]

altქართულ-ნიგერიული დუეტი არავის ინდობს - ვინ დაისვენებს ჩემპიონთა ლიგის წინ?

მკითხველის კომენტარები / 21 /
რონალდუს დონეს რომ მიაღწიო თავით 2,6 მეტრიდან უნდა ურტყამდე ბურთს.მარტო თავით 160 ბურთი აქვს გატანილი.
მიწაზე დაეშვით
21:40 17-02-2023
5
კგბ-შნიკი ხარ?!!რომ არა ამერიკული ლენდლიზით დახმარება რომელიც 1941 წლიდან ამუშავდა გერმანიას ვერავინ მოუგებდა.პირიქით სანამ სსრკ-ში შემოიჭრებოდნენ სტალინი იარაღით და პროდუქტით ეხმარებოდა გერმანიას.წაიკითხე მოლოტოვ-რიბენტროპის აქტი.
Offside-s
21:34 17-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული