მადრიდის "რეალი" ხვიჩას შეძენას ცდილობს - დე ლაურენტისის პოზიცია ცნობილია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შესაძლებლობებს სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალგაზრდა გარემარბის გასხვისებას არ გეგმავს და ხვიჩას ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევს.

"რეალი" 22 წლის ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ დე დაურენტისი ამაზე საერთოდ არ ნერვიულობს. 71 წლის კინორეჟისორი მზადაა "კვარას" ხელფასი გაუორმაგოს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლიში" ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმარიო რუი: მიაღწევს თუ

არა "კვარა" რონალდოს დონეს? ეს შესაძლებელია და ჩვენდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო ძლიერი გახდება

alt"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ

მკითხველის კომენტარები / 21 /
ზეზვა მისმინე ჯიგარო, შენი აზრით მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატია მაგარი და ესპანეთი არა ხო?? მაშინ რატომ იგებს რეალი ჩემპიონთა ლიგას? გადახედე ბოლო 10 წლეულს, რამდენჯერ მოიგეს ლიგა ესპანურმა გუნდებმა და რამდენი ინგლისურებმა.ევროტურნირები საუკეთესო საზომია.
თომა
21:41 17-02-2023
0
ნაპოლი თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხვიჩაც დარჩება ნეაპოლში, ოსიმენიც. ხელფასებით ყველა იქნება კმაყოფილი.
კონსტანტინე
21:28 17-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული