ნეაპოლური გუნდი ჩვეულად დებიუტიდნვე დაეუფლა ინიციატივას, ხვიჩამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, დრიბლინგით საჯარიმოს მიუახლოვდა, მცირე პაუზა დაიჭირა და დიდოსტატურად დალაშქრა კონსილისის კარი. ქართველმა ამ სეზონში იტალიის პირველობაზე მეათე გოლი გაიტანა. საპასუხო შეტევისას ლორიანტეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ უკვე ოსომენი გაექცა მეურვეს და ამჯერად ძელმა მასპინძლები იხსნა. თუმცა, ნიგერიელმა მაინც გაიტანა - მახვილი კუთხიდან, როდესაც მეკარე ამას არ ელოდა. ვიქტორმა მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა და 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ცოტა ხანში კვარაცხელიამ ვიქტორს პასი გაუკეთა და მან ბურთი თავით ააცილა მიზანს. მერე ლორიანტეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
რეჯო-ემილია. „მაპეი“
სასუოლო - ნაპოლი
გოლები: 0:1 კვარაცხელია (12), 0:2 ოსიმენი (33)