
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, რომლის გუნდი "ჰათაისპორი" მიწისძვრის გამო თურქეთის სუპერლიგიდან ჩაეხსნა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "კარაგიუმრუკში" ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლური კლუბი "ტვიტერით" ავრცელებს.
22 ტურის შემდეგ "კარაგიუმრუკი" ჩემპიონატზე 26 ქულით მეცხრე ადგილზეა, მისი მწვრთნელი კი ანდრეა პირლოა.
ამ სეზონში ლობჟანიძემ სუპერლიგის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.