სიომინი: ხვიჩამ მესის მსგავსად გაიტანა? არა...

AutoSharing Option
"სასუოლოსთან" "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებულ თამაშსა და გატანილ გოლს მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა.

"ქართველის მორიგი რეკორდებით ვხარობთ! კვარაცხელია ყოველ მატჩში სულ უფრო უკეთ და უკეთ თამაშობს! თუმცა, ჩანს, რომ მისთვის ყველაფერი რთულდება, მაგრამ ყოველ ჯერზე გოლების გასატანად ვარიანტებს პოულობს.

გუშინ "სასუოლოსთან" ხვიჩა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიჭრა და იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. ქართველმა გოლი მესის მსგავსად გაიტანა? არა, მან გაიტანა, როგორც კვარაცხელიამ", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე სუ მაინტერესებდა, ევროპაშმიგონი აკეთებენ ასე, რუბინში არარეალური ფასი რო არ ეთქ ათ. მომენტისთვის, დაეფასებინათ 10-15 მლნ და კონტრაქტში შემდეგი ტრანსფერიდან 20-30%, ვითომ არ წამოვიდოდა ან იუვე ან ნაპოლი იგივე თუნდაც თავიდანვე?
რა მაფიაა?
20:00 19-02-2023
1
უბრალოთ საქართველოში ფეხბურთის დონე ისეთი დაბალია რომ ევროპაში არავის სჯეროდა რომ აქ ასეთი ალმასი გამოჩნდებოდა.ფაქტიურად რუსეთში 2 წელი დაკარგა რადგან პირველ სეზონში რუბინში დღევანდელზე არა ნაკლებ თამაშობდა.შემდეგ ჯუღელმა და რუბინმა უცბათ მოინდომეს გამდიდრება და არარეალური ფასი დაადეს.ქართველები უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ რუსეთს წინააღმდეგობა რომ გაუწიეს და სანქციები დაუწესეს თორემ დღესაც რუსეთის პროვინციაში ითამაშებდა.
ასეა ეს
14:32 19-02-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული