სიომინი: ხვიჩამ მესის მსგავსად გაიტანა? არა...

AutoSharing Option
"სასუოლოსთან" "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებულ თამაშსა და გატანილ გოლს მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა.

"ქართველის მორიგი რეკორდებით ვხარობთ! კვარაცხელია ყოველ მატჩში სულ უფრო უკეთ და უკეთ თამაშობს! თუმცა, ჩანს, რომ მისთვის ყველაფერი რთულდება, მაგრამ ყოველ ჯერზე გოლების გასატანად ვარიანტებს პოულობს.

გუშინ "სასუოლოსთან" ხვიჩა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიჭრა და იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. ქართველმა გოლი მესის მსგავსად გაიტანა? არა, მან გაიტანა, როგორც კვარაცხელიამ", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველას აქვს უფლება თავისი აზრი თქვას. სხვათა შორის ნორმალურები რუსეთშიც არიან. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არა, ის ორი თუ სამი სეზონი რუსეთში, ხვიჩა ესეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდა. ურტყამენ, დგება და თამაშს აგრძელებს, გუშინაც მოხვდა საკმარისად. ასე რომ, ხისფეხებიანების რუსულ ლიგასაც ჰქონია რააღაც დადებითი.
ლევანი
19:37 18-02-2023
9
ამჯერადაც არასწორი კომენტარი კახასგან, სიომინმა ასათიანი დაცვაში დააყენა და სულ ათამაშებდა, ამით არაფერი დაუშავებია, რუსეთშიც ცხოვრობენ ადამიანები ვისაც უყვარს ქართველები და ამათ არავინ ერჩის, მათ რუსეთის მთავრობა, პუტინი და შოვინიზმი ერჩის.
პატრიოტი
21:02 18-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული