დაუჯერებელი ისტორია - იტალიელი ბიჭი, რომელიც "ინტერის" ფანია, "კვარას" საგულშემატკივროდ საქართველოს დროშით მივიდა... ნახეთ, რას ამბობს ის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Calcionapoli ავრცელებს ვიდეოს, რომელიც "სასუოლოსა" და "ნაპოლის" მატჩის შემდეგაა გადაღებული.

კორესპონდენტი პასკუალე კაჩიოლა ერთ-ერთ გულშემატკივართან მივიდა, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა, რის გამოც იფიქრა, რომ ის "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივარია.

ჟურნალისტი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ეს ბიჭუნა "ინტერის" ფანია, თუმცა ხვიჩა იმდენად უყვარს, რომ "სასუოლოსთან" შეხვედრაზე მის საგულშემატკივროდ საქართველოს დროშით მივიდა.

საინტერესოა, რომ საჩემპიონო რბოლაში "ნერიაძური" "პარტენოპეის" მთავარი კონკურენტია. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად ცუდი ურთიერთობა აქვთ იტალიაში მოწინააღმდეგე გუნდების ბანაკებში მყოფ ფანებს ერთმანეთში, ეს მართლაც გასაოცარი ამბავი და კვარაცხელიას
გენიალურობის კიდევ ერთი მტკიცებაა.

altბონუს ანაზღაურება გატანილ გოლებზე - რა უწერია ოსიმენს კონტრაქტში და რა თანხის გამომუშავებასთან არის ის ახლოს

altკვარაცხელია და ოსიმენი "აინტრახტისთვის" სრულ მზადყოფნაში - ნიგერიელმა "ნაპოლის" ფანები დაამშვიდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
qartveli emigrantebis shtamomavals gavs
Zaza
22:33 19-02-2023
6
იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ხო არ არის?
Zaza
22:23 19-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული