კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის "დოქსას" დამარცხება ვერ შეძლო (1:1) და გალიდერების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
მასპინძლები 29-ე წუთზე თავურით ლაშა დვალმა დააწინაურა, რომელმაც გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრეს მიაღწიეს.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თანაგუნდელი ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.
"აპოელი" 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ აეკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 25 თებერვალს "ომონიას" შეხვდება.