ახალი კონტრაქტი გამოსასყიდის გარეშე - ხვიჩას შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა RAI-ს ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს თქმით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ქართველი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მისი ინფორმაციით, ხვიჩას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება:

"კრისტიანო ჯუნტოლი და აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც ქართველი ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხელშეკრულება გათვლილი 2028 წლის ივნისამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ "კვარას" კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე
სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"კვარა" და "ოსი" ამ ქალაქს "გააგიჟებენ" - ბავშვების მთავარი კუმირები [PHOTO]

altAs: კვარაცხელიას ფასი 150 მილიონს მიაღწევს და "ნაპოლი" "რეალს" არ მიჰყიდის

altკვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

მკითხველის კომენტარები / 27 /
კარგია რომ გამოსასყიდი არ აქვს. თუ მოუნდება ნებისმიერ დროს დაარღვევს კონტრაქტს და ჯარიმას გადაიხდის დაახლოებით 10 მილიონს და არა 100 თუ 200 მილიონს.
მირიან
03:33 21-02-2023
0
ნაპოლიში ყველას ხვიჩაზე ბევრად მაღალი ხელფასი აქვთ და ექნებათ, რა ხდება, ვერ გავიგე.
https://salarysport.com/football/serie-a/napoli/
ზაქრო
00:18 21-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული