As: კვარაცხელიას ფასი 150 მილიონს მიაღწევს და "ნაპოლი" "რეალს" არ მიჰყიდის

AutoSharing Option
As-მა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "არსებობს გეგმა "კვარადონაზე".

გამოცემა იტყობინება, რომ "რეალი" ქართველით კვლავაც დაინტერესებულია, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენს უფრო ადვილად შეელევა, ვიდრე მას:

"ნაპოლის" ქართველთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერლიგის გუნდებსა და "რეალს" სურთ. ის, რასაც "კვარა" აკეთებს, ნებისმიერ წარმოსახვასა და მოლოდინს აღემატება. "სასუოლოსთან" მატჩში ამ სეზონში "აძურის" ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ნეაპოლელთა რიგებში სადებიუტო სეზონში 24 მატჩში უკვე 12 გოლი და
14 საგოლე გადაცემაა. თითქმის მისი ყველა მოქმედება შეხვედრებში გადამწყვეტია და 1990 წლის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება გარდაუვლად მოჩანს.

ბუნებრივია "კვარადონას" შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტი ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში და არსად წასვლას არ აპირებს. გასულ ზაფხულში ხვიჩა "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ეს თანხა "რუბინმა" და ბათუმის "დინამომ" გაინაწილეს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სატრანსფერო საკითხებში მოლაპარაკებისას ძალიან თანმიმდევრულია, კარგად ესმის, რომ ხვიჩას ფასი მალე 150 მილიონს მიაღწევს და ახლა ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურს.

"აძურის" საზაფხულოდ კონკრეტული გეგმა აქვს: თუ კარგი შეთავაზება ექნება, ოსიმენს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, კვარაცხელიას გასხვისება კი პრაქტიკულად გამორიცხულია, მეტიც, თანამშრომლობას მინიმუმ ერთი და შესაძლოა, ორი წლითაც გააგრძელებენ, რამეთუ ასაკიდან გამომდინარე "კვარადონას" კარიერაში ყველაფერი წინ აქვს, ახალი წარმატებები ელის და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა,"ნაპოლის" მარადიული გმირი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
არ ვიცი რატომ ფირობს ლაურენტისი,რომ 2.5 მილიონით კვრას დაკერავს 2028 წლამდე.ეს პრატიკულად გამორიცხულია.5-6 მილიონი ნებისმიერ კარგ ფეხბურთელს ა და კვრას ამაზე ნაკლები არ ხვდება ჯერჯერობით.შემდგომში კი 10-ზე ნაკლებიც არ უნდ ჰქონდეს.ისეთი შეთავზებები გამოუჩნდება,რომ ნაპოლის ძალიან გაუჭირდება მისი ამ ფასად შენარჩუნება.ბიჭი პრატიკულად ყველა თამაშში გადამწყვეტ როლს თამაშობს და ასეთი ხელფასი ნამდვილად დაჩაგვრაა.
მირო
22:46 20-02-2023
1
ფეხბურთელი 100 მილიონზე მეტი ღირდეს.. სერია ა-ს მოსაგებად იბრძოდე ლიგაზე დიდი მიზნები გქონდეს და შენს საუკეთესო ფეხბურთელს 2.5 მილიონი ქონდეს ხელფასი? აგერ აზარი არაფერში 15 ლიმონს კეცავს.... ფული როგორ არ აქვა ნაპოლის მაგრამ ჟმოტავს აქ ფული არაფერ შუაშია უბრალოდ ადამიანის დაფასევაა იტალიელს მაგხელა ხელფას ხო ვერ შესთავაზებენ? რადგან ქართველია და მეორე ხარისხის ქვეყნიდანაა ეგეც მეტიაო ფიქრობენ... 10 მილიონს რო იხდი ფეხბურთელში იმას 1მილიონი უნდა მისცე კი მაგრამ 100მლ ზემოთ რო აფასებ და 2.5 აძლევ უკვე მარაზმია.. ოსი თუ წავა ფაქტია მაგისნაირს ან მოიყვანენ ან არა.. უნდა ნახონ ვიღაც ნიჭიერი იაფად და ის მერე ან გაამართლებს ან არა....ხვიჩამ ულტიმატუმი უნდა წამოაყენოა ოსი თუ დარჩება მეც დავრჩებიო.... მარტო ვერც კვარა იზავს რამეს და ვერც ოსი... თუ ნაპოლის რამეზე აქვს პრეტენზია შეინარჩუნოს გუნდი და კულობალიც დააბრუნოს ჩელსიში სკამს რო ხეხავს
რონი
13:01 20-02-2023
6

სიახლეები პოპულარული