კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და ოსიმენის გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "აინტრახტს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „აინტრახტს“ ამარცხებს - 1:0.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს, მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და კოლო მუანიმ მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს. „ნაპოლიმ“ პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია. ფრანკფურტული გუნდი მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა, ხვიჩას კი ტუტა ყურადღებით მეურვეობდა. 36-ე წუთზე ლოსანო საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ოსიმენი საჯარიმოში წააქციეს, პენალტიდან გატანა კვარაცხელიას ტრაპმა არ დაანება.

მე-40
წუთზე ლოსანო მოწინააღმდეგეს გაექცა, პასი ვიქტორს გაუკეთა და მან ნეპოლელები დააწინაურა. მერე ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“
აინტრახტი - ნაპოლი
გოლი: 0:1 ოსიმენი (40)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36)

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაი ქნა რომ ვერ გაიტანა, ცოტა ისინიც შეიცოდეთ და მეორე თამაშის ინტრიგა დატოვეთ, თვარა აქ თუ გაანადგურრეს მეორე თამაშს აზრი დაეკარგება.
კ ო მ ბ ლ ე
02:14 22-02-2023
2
ზატო პასი გააკეთა ისეთი, ამოგვასუნთქა ყველა მისი გულშემატკივარი.
ზოლა
01:27 22-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული