მიუხედავად პირველ ტაიმში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 65-ე წუთზე ეფექტური პასით ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედო პალმიერი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია და 22 წლის გარემარბს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელიც უწოდა.
"თუ არ ჩავთვლით მსოფლიო ჩემპიონატს, ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველი ამას ყველა ტურნირზე ამტკიცებს" - წერს პალმიერი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
"ნაპოლისა" და "აინტრახტის" ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ხვიჩას ჩინებული ასისტი და "ნაპოლი" "აინტრახტს" 2:0-ით ამარცხებს [VIDEO]
ის, რაც გუნდელობაზე მეტია! როგორ გაამხნევეს ხვიჩა გაფუჭებული პენალტის შემდეგ [PHOTO]