ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას:

"უკვე ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ქართველი განაპირა მცველი - გურამ გიორბელიძე დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს 6-თვიან იჯარას პოლონური "ზაგლებიედან".

ბათუმის "დინამოში" 28 წლის ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი დაბრუნდა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში თელ-ავივის "ჰაპოელში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მისასალმებელია და ძალიან კარგი!- რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი უნდა დაბრუნდნენ ეროვნულ ლიგაში, ვინც უცხოეთში ძირითადში ვერ ხვდება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჯობს დაბრუნდნენ, მართალია აქ ბევრად ნაკლები ანაზღაურება ექნებათ, მაგრამ ეროვნულ ლიგაში კონკურენცია გაიზრდება ამით ჩემპიონატის დონე აიწევს და იქნებ ჯგუფურ ტურნირებამდე მიაღწიონ ქართულმა კლუბებმა. მით უმეტეს ხვიჩას წყალობით ევროპული კლუბები უფრო ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ჩემპიონატს და აქ თავის გამოჩენის შემთხვევაში არაა გამორიცხული სერიოზული კლუბები დაინტერესდნენ ამ ბიჭებით. ასე ქართულ ფეხბურთსაც დაეხმარებიან და თავის კარიერასაც უკეთ აიწყობენ.
ელგუჯა
23:07 22-02-2023
0
ყველაზე მაგრა ქუთაისის ტორპედომ იმუშავა სატრანსფეროზე ჩემი როგორც ნეიტრალური ქომაგის აზრით
Toko
19:54 22-02-2023
1

სიახლეები პოპულარული