"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports Mexico-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი და თუ ადრე მათ გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავდა, ამჯერად ცოტა სხვანაირად ისაუბრა. მან აგრეთვე სუპერლიგა გააკრიტიკა:

"გავყიდი თუ არა ოსიმენსა და კვარაცხელიას? ხელშეკრულებების შედგენა კარგად მეხერხება. მათი შენარჩუნება რთული არ იქნება. ისე, არასოდეს თქვა არასოდეს, ვინაიდან ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ, რაიმეს წინასწარმეტყველება არ შეიძლება. თუმცა ჩვენ ნეაპოლში კიდევ დიდხანს ვუყურებთ ამ ორი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშს.

სუპერლიგა დიდი სისულელეა, რამდენიმე რჩეული გუნდისთვის
შექმნილ ტურნირზე ფიქრი დაუშვებელია. უეფას ფორმულა უკვე ძალიან მოძველდა და შესაცვლელია. უეფასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმის მოფიქრება გვჭირდება, როგორ მოვიზიდოთ 10 მილიარდი დოლარი. პრობლემა იმაშია, რომ ფული არ არის, ბევრი თამაშია, ფეხბურთელები კლუბებს ეკუთვნით, ტრავმების რისკი არსებობს, რომელთა გამო ჩვენ კომპენსაციას არავინ გვიხდის, გულშემატკივართა ინტერესი კი გათვალისწინებული არ არის. მათ გარეშე ფეხბურთი კვდება".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს ნაკრებზე პირდაპირი თუ ირიბი მესიჯია სამწუხაროდ(( ნიგერია მექსიკა საქართველო კამერუნი სლოვაკეთი კორეა და რაჰმანი აღარ გამახსენდა.. ამათთან ადვილია იტალიელის გადმოსახედიდან და წუწუნის ნიშნები სახეზეა.
მირი
26 თებერვალი 2023 05:16
0
ფულის საბეჭდი მანქანა ჭირდება.რა ქნას ამ კაცმა მილიარდელი არ არის სხვა კლუბების მფლობელებივით,მილიონერია.
ჯიჯი
25 თებერვალი 2023 12:08
0
100 მილიონად შეფასებული მხოლოდ ერთია ოსიმენი თანაც 5,5 მილიონი ხელფასით.იმედია მომავალ წელს კიდევ ერთი დაემატება ყოველ შემთხვევაში სურვილი გვაქვს.ცოტა დაღვინდება, მეტ გამოცდილებას შეიძენს და ესეც 100 მილიონი.
ხვიჩას
25 თებერვალი 2023 11:58
0
ჩემპიონები გახდებიან და მერე შეიძლება გაყიდოს, ეს ხომ მისთვის ბიზნესია, თან მსურველი არაერთი მდიდარი კლუბი იქნება. ისე ხვიჩასთვის კიდევ ერთი წელი ნაპოლიში კარგი იქნებოდა.
gio
23 თებერვალი 2023 19:27
0
...იზავს)))
გიუშა
23 თებერვალი 2023 17:33
0
როცა გუნდში გყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომელთა სატრანსფერო ფასი 100 მილიონია და ხელფასად 3 - 4 მილიონზე მეტის გადახდა არ შეგიძლია, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებ ასეთ ფეხბურთელებს.
ხვიჩა
23 თებერვალი 2023 14:34
0
ლაურენტეს დაავალე სპალეტის კვარას ცენტრს უკან გადმოსვლა არ დაავალოს უფრო მეტი გასაქანი მისცეს თორემ ვინც გსაქანს მისცემს ის გუნდი აგაცლის ცხვირ წინ ...კვარას უნდა კაი მეპასეეე
dato
23 თებერვალი 2023 14:14
0
თუ ნაპოლის გრანდობა უნდა ოსიმენს კვარას არ გაყიდის ტუ არა და ცრუობს ბატონი ლაურენტესი .
zurabi
23 თებერვალი 2023 14:10
0
ოღონდ პსჟ-ში არ გადავიდეს და თუ გინდა დარჩეს სულ ნაპოლში :)
las
23 თებერვალი 2023 13:48
1
ოსიმენს ალბათ წელს გაყიდის რადგან მისი ფასი 100 მილიონის ფარგლებშია,ხოლო ხვიჩას ფასმა ამ ფარგლებს ჩემი სურვილია ერთ წელში მიაღწიოს და ასეც იქნება თუ იბეჯითებს.მაგრამ ხვიჩას გაყიდვა გაუჭირდება რადგან ნაპოლელებს მაგრად შეაყვარა თავი.პრინციპში ქართველებისთვის რა მნიშვნელობა აქვს სადაც არ ითამაშებს იმ გუნდს ვუგულშემატკივრებთ.
ამაშია საქმე
23 თებერვალი 2023 12:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული