ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კორადო ორიკომ 1 Football club-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. "ინტერის" ყოფილი თავკაცის თქმით, "კვარას" განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ "პარტენოპეის" დამრიგებელს მიუძღვის.
"სპალეტი წინასწარმეტყველია. იგი მაშინვე ცნობს ფეხბურთელის შესაძლებლობებს და ტაქტიკური თვალსაზრისით სწორად ავითარებს. შეხედეთ "კვარას", მან ასეთ დონეს სპალეტის დამსახურებით მიაღწია. ქართველს თავდაპირველად მოედანზე თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უჭირდა, თუმცა დღეს იდეალურად გამოიყურება. საკუთარი ფორმა ირვინ ლოსანომაც იპოვა" - განაცხადა ორიკომ.
შეგახსენებთ, ბოლოს იტალიელი 2013 წელს მესამე დივიზიონის ბინადარ "გავორანოში" მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი "სიენას",
"ინტერს", "ბრეშასა" და "უდინეზეს" წვრთნიდა.
"კვარაცხელია "აინტრახტთან" არ მომეწონა, მეტოქეები კონტრზომების მიღებას იწყებენ" - იტალიელი ტელეწამყვანი
"ზახარიანი ცოტას მოუმატებს და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს" - ირწმუნება მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენელი
"თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ" - ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა კალათბურთელებს