ევროტურნირები: გუგეშაშვილის "ყარაბაღი" "გენტთან" პენალტების სერიაში დამარცხდა - "ლეხი" 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა, რომლებშიც ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

„შახტარი“ პირველი შეხვედრის მოგების (2:1) შემდეგ საფრანგეთში „რენთან“ ძირითად დროში 0:1 დამარცხდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები „გაცვალეს“, ხოლო პენალტების სერია „მეშახტეებმა“ უკეთ შეასრულეს (5:4) და მერვედფინალში გააღწიეს. გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკურ გუნდს თან ახლდა, მაგრამ განაცხადში არ იყო.

კონფერენს ლიგა

„ყარაბაღი“ გასვლაზე „გენტთან“ ძირითად დროში 0:1 დამარცხდა და ვინაიდან პირველი მატჩი ბაქოში 1:0 ჰქონდა მოგებული, ექსტრა-ტაიმი დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში
კი ბელგიელებმა იმარჯვეს - 5:4. „ყარაბაღის“ მეკარე გიორგი გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე „ბოდო გლიმტს“ 1:0 სძლია და რადგან ერთი კვირის წინ ნორვეგიაში ფრეს მიაღწია (0:0), შემდეგ ეტაპზე გავიდა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილი კი კვლავ სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირდა შახტარში გადასვლა? ეს "პოლონელი" სათადარიგოები, ნორვეგიას დაამარცხებენ? მოკლედ რაა..
ეგრეა
09:02 24-02-2023
1
დაბრუნდნენ საქართველოში რაუნდათ სადაც სკამს ხეხავენ ეს ბიჭები. ჩვენი გუნდები გავაძლიეროთ არ ჯობიაა. .... ხელფასიიი .... ჯერ აქ დაამტკიცონ .....
კახა
11:34 24-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული