მიქაუტაძემ გაიტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირებში გალიდერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ნიმი“.

ამ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის 90+1-ე წუთზე შეცვალეს.

„მეცი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ გიორგი,შენი ფანი ვარ,ასე გააგრძელე, აუცილებლად ვითამაშებთ მსოფლიოზე და შენი როლი ხვიჩასთან ერთად ერთერთი მთავარი იქნება,ღმერთი იყოს შენი მფარველი!!!
ზაზა
26 თებერვალი 2023 16:51
0
ძალიან კარგია,რომ გოლები გააქვს,თუმცა ერთპიროვნული ბომბარდირი არ არის.მას და სენტ ეტიენის თავდამსხმელ კრასოს,12-12 გოლი აქვთ გატანილი.ბორდოს კი სათამაშო აქვს და მის თავდამსხმელ,მაჯას,11 გოლი აქვს აქტივში
სოსო
26 თებერვალი 2023 13:27
1
რას პროფესორობთ ხოლმე ვინ გეკითხებათ? მიქაუტა არის ერატპიტოვნული ბომბარდირი და წერტილი!!
Lebron
26 თებერვალი 2023 13:37
3
ლებრონ,ავტორს შეცდომა გაეპარა.მე ვიცოდი,მაგრამ მაინც გადავამოწმე და რაკი მართალი აღმოვჩნდი,ავტორს და მკითხველს,სწორი ინფორმაცია მივაწოდე.ახლაც,თქვენი პოსტის ნახვის შემდეგ,კიდევ გადავამოწმე,ლიგა 2-ის ცხრილი და ბომბარდირები.თქვენ არც იცით,არც ამოწმებთ და ცალკე მე მაყენებთ შეურაცხყოფას,ცალკე კი,ისევ არასწორ ინფორმაციას აწვებით.სწორედ თქვენ საქციელს ჰქვია,"პრაფესორობა" ,თორემ შეცდომა მეც მომსვლია,ჩემ პოსტებში და ბოდიშიც მომიხდია,არც ნიკალა მახარობლიშვილი მგონია ისეთი ბიჭი,რომ შეცდომის შესწორება,შეურაცხყოფად ჩათვალოს.თქვენგან საკითხავი კი,ეტყობა,მართლაც არაფერი მჭირს,რადგან ისეთ ადამიანს უნდა ჰკითხო,ვისაც ღირს,რომ რაიმე შეეკითხო და ენდობი,მის ცოდნას.
სოსო
27 თებერვალი 2023 15:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული