ამ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის 90+1-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ დაუპირისპირდება.
P.S. ისე, ლიგა 2-ში ჰავრის პირველი ადგილოსნობა დიდი ალბათობით გადაწყვეტილია, მეორეზე სოშოა, რომლის გადასწრება გაცილებით გაუადვილდება მესამეადგილოსან ბორდოს, აი მეციდან თუ მიქაუტაძე წავა, მერე ყველა ბუნებრივია ბორდოს ვუგულშემატკივრებთ, რადგან მეორე ადგილი ლიგა 1-ის საგზურს ამ კლუბს მოუპოვებს...
ისე საზანოვიც უნდა უდინეზე...