"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"სოჭის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ Sportbox-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციალი შეაფასა.

- როგორია ცხოვრებაში ხვიჩა?
- მახსოვს, როდესაც პირველად მივესალმე, მეგონა, რუსული იცოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა - არა. ვუთხარი: "როგორაა საქმეები?". როდესაც მიპასუხა, მივხვდი, რომ რუსულად ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით.

ცხოვრებაში ჩვენ განსაკუთრებულად ახლო მეგობრები არ ვართ. ნაცნობები ვართ, ერთმანეთს დაბადების დღეებს ვულოცავთ, თუმცა ისე არაა, რომ მე მას ან მან მე მკითხოს, როგორაა საქმეები. როგორც შევატყვე, ცხოვრებაში ჩვეულებრივი, მშვიდი ბიჭია. გავიგე, საქართველოში, მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს.
სოფელში თავის სახლთან ყოველთვის ბავშვები ელოდებიან, რომლებთანაც სურათებს იღებს, როდესაც საქმეებზე ქალაქში მიდის. ის უბრალო ბიჭია.

- ერთმანეთი მატჩისას გაიცანით?
- დიახ. "რუბინის" წინააღმდეგ "ტამბოვისა" და "ახმატის" შემადგენლობაში ვითამაშე. მოედანზე ხშირად შევხვედრივართ.

- გოლებს არ ულოცავ?
- ასე მგონია, ხვიჩასთვის გოლების მილოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მას ხომ მთელი მსოფლიო უგზავნის შეტყობინებებს. ტიტულები ან დაბადების დღე უნდა მიულოცო.

- შეგეძლო წარმოგედგინა, რომ იტალიაში ასეთი წარმატებული დებიუტი ექნებოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, რბილად რომ ვთქვა, ცოტა შოკში ვიყავი. თან მაშინ შეცვლაზე შემოვიდა და პირველივე წუთიდან არ უთამაშია.

- კვარაცხელიასთვის "ნაპოლი" ზღვარია?
- სრულიადაც არა. შეუძლია თავისი კვალი არა მარტო "ნაპოლიში", არამედ მთელ მსოფლიო ფეხბურთში დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართული თუ იცოდი რუსულად რატო მიმართე ?
beqa
27 თებერვალი 2023 19:18
9
"ონ ჟე პრაკტიჩესკიი რუსსკი, ეტოტ მელაკდზე!
ბათუმელი ექსპერტი
27 თებერვალი 2023 20:06
19
შენთვის არ მოუცია ინტერვიუ,
დავით 67
28 თებერვალი 2023 06:58
5
ცუდი ამ ბიჭს არაფერი უთქვამს,პირიქით მხოლოდ დადებითი ისაუბრა, თუ საქართველოში არ ცხოვრობს და არ შრომობს მხოლოდ ამის გამო ნუ გარიყავთ ქართველობიდან. ხვიჩას წარმატება მასაც , ისე მაგრად ახარებს როგორც ჩვენ , ყველას. გაგიმარჯოთ ბიჭებო.
შოთა
28 თებერვალი 2023 04:02
1
გიორგი მელქაძეს არ ვიცავ და არც ჩემი დასაცავი აქვს რამე მაგრამ არა მგონია აქ კლავიატურშიკები უფრო მეტი ქართველები იყოთ თქვენ ოღონდ სხვისკენ გაიშვიროთ ხელი და საკუთარ ტალახს არც იმჩნევთ .
კოკა
28 თებერვალი 2023 09:36
2
მაინც იქაყრია რა.ჯერ ქართულად მისალმებოდი შე ოჯახ აშენებულო,თუ რუსული როგორ იცოდა გაინტერესებდა.ეს ისე,ჩემთვის გავიფიქრე.წარმატებები ორივეს,ერთ საქმეს ემსახურებით-მის აღმატებულება ფეხბურთს.
კახა ქ.
28 თებერვალი 2023 08:13
2
კვირას სოფელში არის უკვე ეკლესია, მეორე კვარაცხელიას აშენებული. გამგები გაიგებს
მეგრელი
28 თებერვალი 2023 17:21
2
მართლაც .. კვარაცხელიები წალენჯიხის სიმაყეები არიან .
vova
28 თებერვალი 2023 18:41
1
შეიგნეთ ადამიანებო ეს რუსეთში დაბადებული ქართველების უმეტესობა პირველ რიგში არის რუსი. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. ნუ ითხოვთ მათგან რამეს დაიკიდეთ იმიტომ რომ მათაც საქართველო დიდად არ აინტერესებთ
!
28 თებერვალი 2023 11:55
9
გასაგებია რომ არ აინტერესებს, პრინციპშ ის ხომ ქართველიც არა არის სადაც დაიბადა იქაურია, მარა შენ აინტერესებ შენ ქვეყანას ?
vinme
28 თებერვალი 2023 17:51
1
Me rogorc vici mamamisi samtredielia sufta qartveli da qartulad saubrobs, ertxel utqvams mindoda saqartveloshi etamasha magram tviton sxvanairad gadawkvitao.
Givi
27 თებერვალი 2023 22:43
0
მოღალატეები და მავნებლები ცხვირ წინ გყავთ ნაცების სახით და ბუზს ვერ უფრენთ ...თუ გიორგი შორსაა და მოსულა ზურგს უკან ჭორაობა ?.
ზვიადი
28 თებერვალი 2023 18:44
6
რასკოშნი ჟორჟ:)))
ზედმეტ სახელია ამის!
NESTA:)
27 თებერვალი 2023 23:53
9
ცხოვრებაში კომენტარი არ დამიტოვია აქ და ეხლა გამიჩნდა სურვილი. შენ რომ გიორგი მელქაძე ხარ გვარად და სახელად და იცი, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიაა, რატომ
უნდა მიესალმო რუსულად? ან რატომ უნდა უთხრა как дело? რა ახსნა აქვს ამას? წარმოიდგინეთ ხვიჩა რომ რეალში ან ესპანეთის ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდში თამაშობდეს, როგორ წარმოგიდგენიათ მამარდა და ხვიჩა ესპანურად მიესალმებოდნენ ერთმანეთს ან სხვა ენაზე….
ნიკა
02 მარტი 2023 18:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული