"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

AutoSharing Option
Geo Team-მა საფეხბურთო აგენტ მამუკა ჟუღელთან ინტერვიუ ჩაწერა. ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ზურიკო დავითაშვილზე, გიორგი კვერნაძესა და ირაკლი აზაროვზე ისაუბრა.

"ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლის შევხვდი. მან მთხოვა, რომ ჯერ არ გვეჩქარა და გუნდის გამოცვლაზე არ გვეფიქრა. ვუთხარი, რომ ჯერჯერობით არაფერს ვაპირებთ, რადგან ხვიჩას ნეაპოლში ყველაფერი მოსწონს. "პარტენოპეი" სხვა ქართველი ფეხბურთელებითაც ინტერესდება და მათ ამბებს კითხულობენ.

ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელია, მას თამაში მადრიდის "რეალშიც", "მანჩესტერ იუნაიტედშიც" და "ლიდსშიც" შეუძლია, მაგრამ ჩემი სურვილია კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. თუმცა თავად "რეალის" გულშემატკივარია და ამის
წინააღმდეგია (იცინის), მე და ბადრი კვარაცხელია (ხვიჩას მამა) კი "ბარსას" ვქომაგობთ.

გიორგი კვერნაძეს ბათუმის "დინამოში" ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, შემდეგ თავი საქართველოს ნაკრებში უნდა გამოიჩინოს და "ნაპოლის" დონის გუნდში ითამაშებს. "პარტენოპეის" ვარიანტი ჯერჯერობით არარეალურია.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ყველაფერი მის ხელშია. თუ კარგად ითამაშებს, "ბორდოში" დარჩება, გუნდის სქემას იდეალურად მოერგო და ფრანგებიც კმაყოფილი არიან. დარწმუნებული ვარ, ზურიკო დაამტკიცებს, თუ რა დონის ფეხბურთელია.

ირაკლი აზაროვი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, უნიჭიერესი მოთამაშეა. შესაძლოა, მისი "ცრვენა ზვეზდაში" თამაში ჩემი შეცდომაა, ვხედავ, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და იჩაგრება. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს შეცდომას გამოვასწორებ და ირაკლი მოედანზე მეტ დროს გაატარებს. სიმართლე გითხრათ, სწორედ აზაროვს მოვიაზრებდი "ნაპოლიში" მარცხენა მცველის პოზიციაზე. მის შესახებ დონეცკის "შახტარი" დაგვიკავშირდა, თუმცა უარი ვუთხარით".

altმამუკა ჯუღელი: ხვიჩა ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

alt"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

altმამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 45 /
ადამიანებს სჩვევიათ, შემთხვევით რამეს რომ აღწევენ, თავში უვარდებათ, კონსპირაციის უნარს კარგავენ და სამზეოზე გამოაქვთ მთელი თავიანთი იდიოტიზმი. ამ ერთ ციდა ინტერვიუში რამდენი სისულელე დააბრეხვა და რა ზერელე ცოდნა და ხასიათი გამოავლინა ტიპმა. ძალიან მინდა, ამის და ხვიჩას გზები გაიყაროს და რაც შეიძლება მალე. ჩვენს გმირს ეს ძაააააალიან წაადგება.
qomagi
02 მარტი 2023 12:21
18
მაგარი გაცვეთილი აფერისტია ეს
Daviti
02 მარტი 2023 16:11
13
აზაროვის შემთხვევაში შეცდომა კი არა დაღუპვაა, ნათელი მაგალითია რომ არა პროფესიონალი ბრძანდება ბ.ნ ჯუღელი, ისეთი ტექნიკური შესაძლებლობის მარცხენა შემტევი მცველი როგორც აზაროვია გაუშვა ორ მეტრიან ძალისმიერი ფეხბურთის ლიგაში როგორიც სერბეთია, თავიდანვე ვფიქრობდი რომ ირაკლი იქ გაქრებოდა, არაა მისი სტილი ცვერნა ზვეზდა, მაგრამ ფულები უნდოდათ და რა ექნათ? ირაკლის წარმატებები მინდა უსურვო, ირაკლის სჭირდება მწვრთნელის ნდობა, როგორც ბათუმში იყო, რათა ეტაპობრივად შევიდეს ფორმაში, მისი ასაკიდან გამომდინარე ბათუმში კიდევ 2-3 წელი უნდა გაჩერებულიყო, ძალიან მომწონს ირაკლის სათამაშო სტილი, უპრობლემოდ შეცვლის მანუელ რუის ნაპოლიში, ნაპოლიში უფრო გაქაჩავდა ვიდრე ცვერნა ზვეზდაში, მაგრამ ამ ეტაპზე ბათუმში დაბრუნება სადაც მაღალი ხარისხის ნდობა ექნება უკეთესი იქნება მისთვის, ვიდრე უცხოურ სხვა კლუბში, სადაც არავინ არ დაელოდება მის ფორმაში შესვლას.....
baduri
02 მარტი 2023 15:53
7
სულ ვწერდი,რომ ჯერ ძალიან ადრე იყო წასვლა...!არ გაეშვათ და იგრძნობოდა,რომ უკვე გული უცრუვდებოდა.ერთი სიტყვით,მასთან სწორად ვერ იმუშავეს და დროს ჰკარგავს.იმედია,მთლიანად თავსაც არ დაჰკარგავს.ძალიან ნიჭიერია ირაკლი და აუცილებლად სჭირდება,სათამაშო პრაქტიკა.ზურიკოსაც ემადლიერებიან ფრანგებიო,მაგრამ პირადად მე,ზურიკოს თამაში არ მომწონს.თითქოს ჩამქრალია,ინიციატივას არ იჩენს და ხალისი არ ეტყობა.ზუსტად ვიცი,რომ შეუდარებლად მეტი შეუძლია,თუმცა ეგ ლიგაც ძალიან მძიმე სათამაშოა,მით უფრო,ზურიკოს სტილის ფეხბურთელისათვის.მიქაუტაძეც,კი არის ბომბარდირებში,მაგრამ ძალიან მძიმე შრომა უწევს,ყოველი გოლისათვის და ეს გოლები,კაშკაშა ნიჭის კი არა,სწორედ მძიმე შრომის და ბრძოლის ფასად არის მოპოვებული.მართლაც ძალიან მძიმე სათამაშოა,საფრანგეთის მეორე ლიგა.
სოსო
02 მარტი 2023 18:39
1
მამუკა (ივან) ჟუღაევი არის უარყოფითი პერსონაჟი.
ქ. გ.
02 მარტი 2023 12:05
17
99% კომენტარებისა არის სიბრიყვემდე მისული უვიცობა!!გეწყინოთ მაგრამ ჰა...
კაცი იძახის მე რა ვარიანტებიც არის იმას ვთავაზობ ფეხბურთელს და ოჯახს და ისინი ირჩევენო,ახლა რა თვითონ ფეხბურთელი (უმეტესობა სტუტენტის ასაკის)და მისი მშობლები რასაც აირჩევენ ამან თავი გაიგიჟოს და არაო?!ჯერ რა უფლება აქვს და მერე ამის არჩეულ კლუბში რომ ვერ გაქაჩოს მერე რას ეუბნება მშობლებს,თქვენ ხო ვაბშე ჩაქოლავთ,შეცდომა სადაც დავუშვი ვაღიარებ და გამოვასწორებო..
თანპოსტსაბჭოტა სივრცეში მაქვს სვიაზები და ევროპაში მიზერულიო,აიყვანონ მაშინ რაიოლები,მენდეშები და ეგეთი აგენტები ბიძია..
ხვიჩა იძახის მამასავითააო და თქვენ კიდევ ატყუებს ფეხბურთელებსო(ფსბე ახსენეს და მძიმედ ხარ ძაან შენ;))))
გურჯი
02 მარტი 2023 19:57
10
ხვიჩა რასაც იძახის არის ზედილობის თემა. ქართველებით ვაჭრობდა ჩვეულებრივ და ბრილიანტი ჩაუვარდა ხელში და იუველირი გონია ეხლა თავი .რეალურად რუბინში რამდენი ხანი მოუწევდა ხვიჩას თამაში თუ ეჭვი გეპარება ინტერვიუები წაიკითხე მაშინდელი დაინტერესებული მხარეების. ასეთი ჭკვიანი აგენტი თუ არის რატომ უკრაინის ომამდე ვერავინ წაიყვანა ევროპაში, უვიცობა ისაა იფიქრო რომ რუსეთის დისკვალოფიკაციამდე ყველას მანდ თამაში უნდოდა მარტო.
T.b
03 მარტი 2023 13:45
2
სიმართლე ვთქვა-ჯუღელის მიმართ სიმპათია არ მაქვს, თუ რატომ არ დავკონკრეტდები, მაგრამ მთავარია კვარაცხელიას ოჯახი ენდობა და მომავალი აჩვენებს შედეგებს, როგორც ვხვდები ჯერ ჯერობით ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ჩვენი ფეხბურთელებისთვის და მადლობა ამისთვის. მგონი პირველია ქართველ საფეხბურთო აგენტებში-წარმატებები..
გუსანი
02 მარტი 2023 12:54
2
არვიცი რატომ მაგრამ ამ ჯუღელის ერთი სიტყვისაც არ მჯერავს
Roni
02 მარტი 2023 12:01
18
ფაქტია, რომ ასეთი აგენტი დამოუკიდებელ საქართველოს არ ჰყოლია, თუმცა გაცილებით მეტი აგენტი სჭირდება ქართულ ფეხბურთს!
ლაშა
02 მარტი 2023 12:37
18
აგენტებზე კანონს იღებენო და მგონი დაიჭერენ ამას :D
გოგა
02 მარტი 2023 13:15
1
ფსბ-ს არ ყოლია
spici.
02 მარტი 2023 12:50
9
მოდი ცოტა იუმორი. სპორტალ ჯუღელის სურათი იქნებ შეცვალოთ ხოლმე აი როგორი სურათია იცი ---"არ გატყუებ მააართლლლა" რამდენი ამ სურათს ვხედავ იმდენჯერ მგონია სადღაც მატყუებს:))) რამე სხვა სურათი გამოიტანეთ ხოლმე:))))
იბერია
02 მარტი 2023 17:20
2
ვუსმინე მის ინტერვიუს ჯეო თიმზე და როგორც ჩანს კითხულობს ყველაფერს რაც აქ იწერება.
ერთს ვიტყვი, არავის აქვს უფლება ადამიანი დააბულინგოს მისი საუბრის მანერის, გარეგნობის თუ მიმიკების გამო. ახალგაზრდები გადავეჩვიოთ ჯერ "პროსტა" ს და "დაჟე" ს ხმარებას წინადადებებში და მერე მოვთხოვოთ მშობლების თაობას, თავანკარა ქართულით საუბარი. მე პირადად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი რომ თქვა, რას მიკონტროლებთ სიტყვებს, იაკობ გოგებაშვილი ხომ არ ვარო. წარმოვიდგინე ვინმე ოჯახის წევრი, ვინც შეიძლება მსგავსად საუბრობდეს და ვინმემ მას დასცინოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საუბრის ტონი და "ბლატნოი" ტემბრი გამაღიზიანებელია, მაინც ვერ მივცემ უფლებას ჩემს თავს, ვინმეს ირონიულად მივმართო ან სადმე მაინც დამცინავი კომენტარი დავწერო.
ეს პირადი დამოკიდებულებაა, ახლა რასაც ვაპროტესტებ მუდმივად და რაც არ მომწონს იმაზე დავწერ:

ბატონ მამუკას ყოველთვის უკვირს, რატომ ვართ რუსეთის მიმართ ცუდად განწყობილი და გულწრფელად ვერ ხვდება, რატომ არ გვსიამოვნებდა ხვიჩას და სხვების რუსეთში ყოფნა.
რათქმაუნდა იმ ადამიანებს არ ვგულისხმობ, ვინც ომის დაწყების მერე აქ ხვიჩას ლანძღავდა, მისი პირველი დამცველი ვიყავი ყოველთვის.
უბრალოდ მინდა მამუკამ გაიგოს, როგორც ვხვდები კომენტარებს კითხულობს.
ჩვენ მის საქმიანობას არ ვაკნინებთ, და სადაც საშუალება ჰქონდა იქ რომ გაჰყავდა ფეხბურთელები გვესმის. უბრალოდ განსხვავებას, ევროპაში გასვლასა და რუსეთში ჩარჩენაში როგორ ვერ ხედავს დაუჯერებელია.
თვითონ თქვა, ფეხბურთელს თუ ევროპა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ევროპაში გავიყვანოო, კვირკველიას არ უნდოდა ლესტერი და მოსკოვი აირჩია მე რა მექნაო. ამაში ვერ გავამტყუვნებ, უბრალოდ ისე საუბრობს თითქოს რუსეთში ფეხბურთელების გასვლა პრობლემა არ იყოს.

ხვიჩა მაშინ შევიყვარე, როცა 19 წლის ასაკში თქვა, რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ და ევროპაში მინდაო. თვითონ ხვიჩა ხედავდა პრობლემას რუსეთში ყოფნისას და დიდ ასპარეზზე უნდოდა, თავადაც ხომ იცის ბატონმა მამუკამ, რომ ნეაპოლში და სხვა ევროპულ გუნდებში ყოფნა ჯობია ურალში და როტორში თამაშს, როგორ აყენებს ერთ დონეზე საუბარში ვერ ვხვდები. შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჯიბრზე საუბრობდა ეგრე, ვიღაცაზე გაბრაზებული.

იქნებ გაგვიგოთ ქართველ ახალგაზრდებს, რატომ არ გვინდა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები რუსეთის ჭაობში და ჩვენი ქვეყნის მტერ ქვეყანასთან საერთო სიხარულის ქონა.
ხომ ხედავთ როგორ გვაყვედრიან რუსები, მისთვის სათამაშო დროის მიცემას და ისაკუთრებენ მის ვარსკვლავობას!
იქნებ ამის ახსნა აღარ დაგვჭირდეს და მერე აგრესია არ მივიღოთ თქვენგან, ათასნაირი სახელწოდებებით და ზიზღით სავსე.
მე რომ ვცდილობ ყველას გავუგო, თქვენ რატომ არ გინდათ გაგვიგოთ, რუსეთის მიმართ ჩვენი ეგ დამოკიდებულება რატომ გიკვირთ?!
Skeleton
02 მარტი 2023 15:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული