მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში მორიგი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" კარში გატანილი გოლი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა. საინტერესო ისაა, ასეთ ჭორს მომხრეები და მოწინააღმდეგეები მაშინვე რომ გამოუჩნდებიან. "ნაპოლის" ფეხბურთელს ახლა მხოლოდ თამაშზე კონცენტრირება სჭირდება, რისი შესაძლებლობაც არ ეძლევა, თუმცა ხვიჩა მას მაინც წარმატებით მოახერხებს. ტელეკომპანია "იმედი" კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტის, მამუკა ჯუღელის კომენტარს ავრცელებს, რომელიც სწორედ ამ ამბავს ეხება:

"ტყუილია ეს ინფორმაცია. ხვიჩა საერთოდ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხვიჩა სად ნახავდა ან სანდრა რულოვს ან სააკაშვილს, ათი წლის იყო მაშინ.
ამ რაღაცებს ვინც იგონებს საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება."

კვარაცხელია და "ნაპოლი" მორიგი მატჩისთვის ემზადებიან - 21 აგვისტოს "მონცას" უმასპინძლებენ.

altკუნთის დისკომფორტის შემდეგ კვარაცხელიამ ივარჯიშა - სპალეტი უკვე იღიმის

altკვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!

მკითხველის კომენტარები / 29 /
ხვიჩა კიდევ დააძინე რა,, აბა გაღვიძებული ამას დაწერს,,..
ზ.გ,
00:26 19-08-2022
1
სად წაიკითხეთ იქნებ ვინმემ ან პოსტი მანახოთ ან სახელი დაწეროთ ან ამ ჯუღელს რაღა უნდა ერთი სიკეთე ძლივს გააკეთე და დაგვანებე ეხლა თავი თორე ხალხი ისევ დაიწყებს შენს გინებას
ანტა
00:08 19-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული