ზურიკო შეცვლაზე შევიდა - "ბორდომ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში „ბორდო“ სახლში „სენტ ეტიენთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:0-ს იგებდა.

„ბორდო“ 46 ქულით მეორე ადგილზეა და 11 მარტს მძიმე გასვლა ელის უშუალო კონკურენტ „სოშოსთან“, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება და ამ ტურის შეხვედრას 6 მარტს სტუმრად "კანთან" გამართავს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ბაჯი (46), 1:1 კრასო (81, პენ)

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა დავითაშვილი ხვიჩას როგორ ადარებთ ამას.წავიდეს და რაგბში მოსინჯოს.ხვიჩა ვარსკვლავია და მოყვარულ ფეხბურთელებს ნუ ადარებთ…
goga
16:58 05-03-2023
1
ზურიკოს ბიოგრაფიის და ბექგრაუნდის გამო მასზე გადაჭარბებული მოლოდინია შექმნილი. ზურიკო ის მოთამაშეა რიმელიც მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაფრით ჩამოუვადრებოდა ხვიჩას და რიგ შემთხვევებში ჯობდა კიდეც! თუ გახსოვთ შარონოვის დროინდელ რუბინში სწორედ ზურიკო იყო ძირითადის მარცხენა შემტევი და ხვიჩა მას ცვლიდა ხოლმე… ასე იყო ასაკობრივ ნაკრებრბშიც და ეროვნულშიც კი პირველ ხანებში. მას შემდეგ რაც ხვიჩამ (როგორც სპალეტი ამბობს) “სტრატოსფერული” პროგრესი განიცადა, მსგსვსი მოლოდინი შეიქმნა ზურიკოზეც თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ ხვიჩა სულ სხვაა. ის გენიოსია როგორებიც 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან! ხოლო ზურიკო ძალიან კარგი ბიჭია თუმცა თავისი ნიჭით საუკეთესო შემთხვევაში გიორგი დემეტრაძის ან/და იაშკას დონეს თუ მიაღწევს.
ბევრი ამბობს რომ ის “ცუდ” გუნდში ან ქვეყანაში მოხვდა მაგრამ მოდით გავიხსენოთ რა “მიღწევები” ქონდა ზურიკოს სხვა კლუბებში. ზუსტ სტატისტიკას ახლა ვერ მოვიყვან მაგრამ ყველას გვახსოვს დაახლოებითი ციფრები. რუბინში, დაახლოებით 2 სეზონში ალბათ 20-30 თამაში ექნება ჩატარებული და 1 1 თუ 2 გოლი მახსენდება და ალბათ ამდენივე ასისტი გაკეთებული. ვოლგოგრადში სადაც 1 სეზონი არენდით ითამაშა ალბათ ასევე 1 გოლი თუ ექნება გატანილი მთელ სეზონდი, თუმცა სიმართლე ითქვას არც ეგ 1 გოლი მახსენდება. და ბოლის იყო ტულის არსენალი სადაც როგორც მახსოვს ყოჩაღად დაიწყო და 2 გოლი შეაგდო სტარტზე და ამითვე შემოიფარგლა…. რომ შევაჯამოთ რუსეთში გატარებულ 4 წელუწადში და 3 სხვადასხვა გუნდში სულ 3,4 გოლის გამტან ფორვარდზე ამგვარი მოლოდინების შექმნა ცოტა არ იყოს ჩვენი ერთერთი ტრაბახა მეზობლების ქცევებს მაგონებს…ამიტომაც ზურიკოსადმი დიდი სიმპატოის გამო, დივიდენდის სახით შეიძლება ვუსურვოთ ისეთი კარიერა როგორიც დემეს ან იაშკას ქონდათ. რეალობა ამგვარია და არ ღირს ცრუ მოლოდინების შექმნა.
ახლა კი რაც შეეხება ბორდოს. ეს ზურიკოსთვის არა მხოლოდ ტრამპლინი არამედ იდეალური ნავსაყუდელია! ყველამ ვიცით როგორ და ვისი დაჟინებული რჩევით მოხვდა ზურიკო ბორდოში. ისიც ვიცით რომ სანიოლს ქონდა ბორდოსთან მისასვლელი პირი მას შემდეგ რაც ხვიჩაზე არ დაუჯერეს და ახლა ამ ბიჭზე მაინც მენდეთო… ბორდომაც აოყვანა და ზურიკომსც მშვენივრად დაიწყო როცა სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების გოლი შეაგდო. სამწუხაროდ მას შემდეგ მისი სტატისტიკა რუსეთში ნაჩვენებ ციფრებს დიდად ვერ სჯობნის მოუხედავად იმისა რომ იმჟამინდელი რუსეთის პრემიერლიგა უეფას რეიტინგით ტოპ 5-ის შემდეგ მეექვსე ლიგა იყო სიძლიერით ევროპაში და საფრანგეთის მეორე დივიზიონი ობიექტურად გაცილებით სუსტი ჩემპიონატია. ფაქტი კი ფაქტად რჩება რომ გვყავს პერსპექტიული ფორვარდი (22 წლის) რომელსაც საქართველის გარეთ სეზონში გააქვს სტაბილურად 2 გოლი სეზონში. მიმიტევეთ და ობიექტურად ასეთ სტატისტიკას ნორმად ჩავუთვლიდი გურამ კაშიას ან დათა ხოჭოლოვას. ცენტრალურ მცველებს მაგრამ არამც და არამც თავდამსხმელს! ამიტომ ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ვაღიაროთ რომ ბორდი ზურიკომ ტრამპლინად კი არა არამედ უნდა გამოიყენოს დასამკვიდრებლად და მრავალი წლუს განმავლივაში ამ დიდი გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწეროს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება სანდო შემტევი ევროპის ერერთ ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში და საფეხბურთო ქალაქში. ჯობია ზურიკოც დამშვიდდეს და ილუზორულ სერია ა-ს თუ პრიმერა დივიზიონზე ფიქრს მოეშვას და აქ და ახლა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. მე მჯერა სულიკო დავითაშვილის (ზურიკოს მამის) რომელიც ყველაზე კარგად უცნოვს თავის შვილს და ამბობს რომ ზურიკო საკუთარი შესაძლებლობების მხოლიდ ნახევარს ავლენს ამ დრომდე. თუ ეს ასეა, მაშინ ზურიკომ ფეხბურთის თავი უნდა გაწიროს და გადადოს (ხვიჩას მსგავსად) და ის 50% რომ მიუმატოს თავის შესაძლებლობებს ეგებ სეზონის ბოლოს გაისროლოს და 7-10 გოლით მაინც დაასრულოს სეზონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით მას არც ბორდო დაიტოვებს და ღმერთმა არ ქნას ისევ რუსეთში მოიუწიოს დაბრუნება. თუ ასე მოხდა, რუსეთშივე დაასრულებს უსახელო კარიერას.
Zaza
15:49 05-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული