დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგარ ფორმაშია, 90წთ მოძრაობს, 2-3 კაცს უპრობლემოდ ატყუებს, გოლები გააქვს, პასებს აკეთებს, სტადიონზე ქართულ დროშას აფრიალებინებს! - მეტი რა ქნას ამ ბიჭმა! დანარჩენს საქართველოს ნაკრებში გააგრძელებს იმედი მაქვს! კვარას და ჩაკვეს გვერდით იმედია მეტს იზამს!
ვაჟა მასწავლებელი
00:11 05-03-2023
0
ბრავო გოლების მანქანაა!
რიკი
00:01 05-03-2023
0

სიახლეები პოპულარული