"ხვიჩა, იმედი მაქვს ერთ დღეს ეს მოხდება!" - კვარაცხელიას თავისმა საყვარელმა ფეხბურთელმა გუტიმ უპასუხა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიას უპასუხა. მოგეხსენებათ, ქართველ ფეხბურთელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად მისი კერპი სწორედ მადრიდის "რეალის" ყოფილი შუახაზელია. 

"არ ვიცოდი, თუ კვარაცხელიას საყვარელი ფეხბურთელი ვიყავი. ხვიჩა, იმედი მაქვს, ერთ დღესაც "რეალში" გიხილავ. უახლოეს პერიოდში ჩემივე ხელმოწერით მაისურს გამოგიგზავნი", - თქვა გუტიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.

როგორც იცით, მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სამეფო გუნდი" კვარაცხელიას დამატებითაა დაინტერესებული.

altკვარაცხელია "რეალში" თუ "ბარსელონაში"? - თემა, რომელიც ჯუღელმა გააქტიურა

მკითხველის კომენტარები / 24 /
როცა არა ხარ ექსპერტი რთულია პროფესიონალურად იმსჯელო, მაგრამ ზოგი რამ ამთავითვე ცხადია. პირველი! დიდ ოთხეულში ხვიჩა წლევანდელი წლიდან თამაშობს. მიუხედავად დიდი წინსვლისა ამას ცოტა მიჩვევა სჭირდება. მეორე ზოგიერთ გუნდში გადასვლა სარისკოა. მაგალითად მადრიდის რეალი. ამ გუნდს მეც ვგულშემატკივრეობ, მაგრამ პირადად ხვიჩას უფრო. ძალიან ბევრმა მოთამაშემ კარიერა ვერ ააწყო და მანდ დაამთავრა. გავითვალისწინოთ, რომ რეალს ძლიერი ბრაზილიეკლები ეყოლება კონკურენტებად. რეალში ზოგმა ძლიერმა ფეხბურთელმა, რომლებშიც დიდი ფული იყო გადახდილი ზოგმა სკამზე და ზოგმა რანგით დაბალ გუნდში ან სულაც დაბალ ლიგაში.ხვიჩას და მისი გუნდის ადგილზე არ გავრისკავდი. არც დე ლაურენტისია მარტივი მენეჯერია თუ მესაკუთრე. პირში, რომ გიღიმის მაგის ნდობა სარისკოა. მოკლედ ხვიჩას მდგომარეობა რთულია. ახალი კონტრაქტის პირობები და გაფორმება ძალზედ რთულია და სერიოზულ იურისტებთან არის გასავლელი. მაგათი ხელფასის გაორმაგება ცოტა ირონიას იწვევს რატომ სულ ცოტა არა გასამმაგება. მოკლედ ხვიჩას აგენტს მაგდენი პროფესიონალიზმი არა აქვს (საწყენად არ ვამბობ -ფაქტი ჯიუტია) და საფრთხილოა ყველაფერი. მე და ხვიჩას ყველა გულშემატკივარს ხვიჩას წარმატება და გვინდა ისეთი ფეხბურთი ითამაშოს სხვა ქართველს, რომ არ უთამაშია.
გია
09 მარტი 2023 16:41
0
გუტი გუტი გუტი მარიკოოონ - მღეროდნენ ესპანეთის სტადიონებზე გულშემატკივრები
გუტი მარიკონ
08 მარტი 2023 01:27
1
მოვა ძალიან მალე... და ქარიშალსაც დაატრიალებს!!!
მადრიდისტი
07 მარტი 2023 22:32
0
თქვენ ალბათ ვანო ჯავახიშვილის სახელობის იუმორის საერთაშორისო კურსები გაქვთ დამთავრებული არა? საოცრად ხუმრობთ ბატონო ჩემო.
გენა-ს
07 მარტი 2023 20:52
1
ცოტა მეტი უნდა იკითხოთ ახალგაზრდავ! არ ივარგებს ასეთი უყურადღებობა
koka-ს
07 მარტი 2023 20:49
0
ხვიჩას საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო იყო ყოველთვის ამას ამბობდა.77 ნომერიც ამიტომ აირჩია რომ ერთი 7-იანი დაკავებული იყო.გუტისადმი მისი სიყვარული აქამდე არ გამიგია.
koka
07 მარტი 2023 16:14
48
ფეხბურთის თამაში გუტის გამო დავიწყეო, აქვს ნათქვამი...
დათო
07 მარტი 2023 17:03
0
გელა ნუგზარაშვილს თხოვდნენ მაისურს თავის დროზე გუტი და რაული, იმან კიდე არცერთს არ აჩუქა. მაგარი გატეხილში იყვნენ. განსაკუთრებით რაული.
გენა
07 მარტი 2023 16:12
13
გელა ნუგზარაშვილს თუ ნუგზარ ერგემლიძეს?
ნოდარი
07 მარტი 2023 19:40
2
საქმე ისე მიდის, ხვიჩას იქეთ არ თხოვო შენი ხელმოწერით მაისური გამომიგზავნეო.
mecineba
07 მარტი 2023 15:42
2
ესპანელი კი არა, არგენტინელია
geo
07 მარტი 2023 14:59
18
სოლარიში ხომ არ გეშლება მეგობარო.დდდ
გფფ
07 მარტი 2023 16:44
0
კარენნოი მადრიდელია, რა არგენტინელი
მეგრელი
07 მარტი 2023 15:56
0
http://lelo.ge/article/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94-41036/
!
07 მარტი 2023 14:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული