"სლოვანმა" გასვლაზე "ბაზელთან" ფრეს მიაღწია და 1/4-ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ბაზელთან“ ფრეს მიაღწია (2:2), ხოლო „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე „იურგორდენს“ 2:0 სძლია.

სლოვაკურ გუნდში შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს. „ბაზელმა“ „სლოვანს“ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მე-6 წუთზე კი ამდუნმა შვეიცარიული გუნდი დააწინაურა. შემდეგ მედვედევმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ VAR-ი გოლს 5 წუთი ამოწმებდა. თუმცა მე-40 წუთზე ზეკირიმ მასპინძლები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ბრატისლავური გუნდი გააქტიურდა. ჩაკვეტაძე უფრო ცენტრში მოქმედებდა,
სადაც აშკარად უფრო სასარგებლო გახლდათ, ვაისი - ფლანგზე და აბუბაკარმა თავურით თანაფარდობა აღადგინა. ორივე საგოლე გადაცემა სწორედ ვაისმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში "ბაზელს" გატანა შეეძლო, მაგრამ ჩოვანის კარი ძელმა იხსნა. მოკლედ, საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბრატისლაველებს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ბაზელი. „სენტ იაკობი“
ბაზელი - სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზეკირი (40), 2:2 აბუბაკარი (70)

„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე" "იურგორდენი" 2:0 დაამარცხა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოები იყვნენ.

პოზნანი. „პოზნანი“
ლეხი - იურგორდენი 2:0
გოლები: 1:0 მილიჩი (39), 2:0 მარხვინსკი (82)

საპასუხო მატჩები 16 მარტს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე „შახტარმა“ ვარშავაში „ფეიენოორდს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. დონეცკურ კლუბში ტურნირის განაცხადში არ არის გიორგი გოჩოლეიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი ბიჭებო თქვენ როგორ მოგეწონათ და რა მოგეწონათ მაგრამ მე იგივეს ვერ ვიტყვი რო მოსაწონი იყო ვაისი უფრო აქტიური და კარგად გამოიყურებოდა ვიდრე ჩაკვე. ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ტყუილი ლაპარაკი გამომივა --> "შეაყარე კედელს ცერცვი"! ამიტომ ვეცდები იმ ბევრი უარყოფითისგან და კრიტიკისგან რაც შეიძლება მოკლე შინაარსი დავწერო. პირველიგში ავღნიშნავ რო ჩაკვეს როცა პრობლემები შეექმნა ტრამვის გამო ყოველთვის ვამხნევებდი როგორც ერთი გულშემატკივარი და ზოგს რო ავიწყდებოდა ვინ იყო ჩაკვე კვარაცხელიამდე და კვარას მერე რო ზოგიერთს აღარც კი ახსოვდაც არც მისი კლასი და არც მისი ღვაწლი ჩვენ მაინც ვცდილობდით გაგვემხნევებინა და ეხლა კიდე მისი მთელი ერთ სეზონიანი თამაშის შემდეგ ამას ვეღარ ვიტყვი სამწუხაროდ და სიმართლე გითხრათ აღარც მინდა თქმა იმიტომ რომ მისი ეს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს ის დღეს რადგან დღეს რასაც თამაშობს ეს მისი თამაში და არც კლასი არ არის გუშინდელი თამაშის და იმის წინა თამაშებიდან და ლამის მთელი სეზონია ის შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ის ამის მეტ ფეხბურთს აღარ ითამაშებს და არც აპირებს როგორც ჩანს! ვუყურე გუშინ თამაშს და აი დაძუნძულებდა არცერთხელ არ წასულა გამწვავებაზე მიიღებდა პასს 5 მეტრს გაირბენდა და ვსოო ისევ რაღაცა პასს აკეთებდა ეს მისი თამაში ვიმეორებ რომ არ არის და ძალიან გამამაწარა მისმა ასეთმა უმოქმედობამ ვფიქრობ რომ ის კმაყოფილოა იმით სადაც არის და რასაც აკეთებს ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა. გენტიდან გაუშვეს გერმანიაში მწვრთნელმა თქვა რომ ვარჯიშებზეც არ ინდომებსო და მანამდე სანიოლმაც იგუვე უკმაყოფილება გამოთქვა. ფაქტია განვითარებისთვის აღარ შრომობს ჩემი აზრით ის ამ თამაშით და სიზარმაცით არ იმსახურებს ნაკრებში ყოფნას მან უნდა დაინახოს რომ ასე შორს ვერ წავა და მისი ეს მდგომარეობა საკმარისი არ არის არც მისთვის და მითუმეტეს არც ნაკრებისთვის ქეცბაიამ რომ თქვა სირბილი უნდა ფეხბურთს თორე ერთ კვადრატში ბურთს არ დაგანახებენო აი ის ფეხბურთელი გახდა დღეს ჩაკვე და აი ძალიან ვმწარდები მის ასეთ უქნარობაზე ჩვეულებრივი უქნარა ტალანტია როგორც აქამდე ჭირდა სენი ქართველ ფეხბურთელებს არაფრის მომცემი ბურთის გორაობა ასე თუ გააგრძელა სლოვანს ვერ გაცდება ვერასოდეს სეზონი მთავრდება და ერთი გოლი არ გაუტანია არც კი ურტყავს კარში რასაც ავალებენ იმას კმაყოფილდება დღეს ძველი ჩაკვესგან ფერფლიც კი აღარ არის დარჩენილი!
T.q
10 მარტი 2023 17:38
1
აი ძალიან მინდა რომ ეს კომენტარი მან წაიკითხოს და შერცხვეს საკუთარი თავის არ გეკადრება შენ ის რასაც დღეს აკეთებ და არ აკეთებ იმას რაც შეგიძლია და იმაზე მეტს რასაც აკეთებ ეხლა! გრცხვენოდეს როგორ ჭირდები შენ ქვეყანას და შენ კიდე ბურთის გორაობით კმაყოფილდები.
T.q
10 მარტი 2023 23:21
0
უფრო მეტს ველი ჩაკვესგან მას ნამდვილად შეუძლია უფრო მეტის გაკეთება კარგი იყო მაგრამ მეტად უნდა მოინდომოს თუ უნდა რომ კარგ ევროპულ ჩემპიონატში და გუნდში ითამაშოს მომავალში და ეს ტურნირი იძლევა იმის საშუალებას რომ ფეხბურთელმა საკუთარი თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინოს უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს უფრო მეტად უნდა წავიდეს მოტყუებაზე რისკიანად უნდა ითამაშოს ძალიან ბევრი უკან პასები აქვს ბურთს ითხოვს მაგრამ როგორც კი მიიღებს 90% პას აკეთებს მეტად უნდა გამწვავოს თამაში შემტევ ნახევარ მცველს 34 მატჩი გოლი რო არ გაუტანია ესაა ესაა კატასტროფა მას შეუძლია გამწვავებაც მოტყუებაც და კარში დარტყმაც მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას ვერ ვხდები ეშინია რომ ტრამვა არ მიიღოს ისევ თუ უბრალოდ არ გაფუჭებაზე თამაშობს რომ მწვრთნელმა მერე არ უსაყვედუროს არ ვიცი მაგრამ რაც შეუძლია და გვინახავს ეს უნდა გააკეთოს თუ უნდა რომ მომავალი ქონდეს მაღალ დონზე.
goga
10 მარტი 2023 14:07
0
Რა თქმა უნდა კარგია რომ არ წააგეს,მაგრამ 50/50ზეა შანსი ისევ,რადგან სტუმრად გატანილ გოლს აღარ აქვს აზრი.ძველი დრო რომ იყოს 0-0 და 1-1 მისაღები იქნებოდა ახლა კი ყველა ვარიანტში მოსაგები აქვს სლოვანს,ანალოგიურ სიტუაციაშია ბაზელიც.ეს კი მარა ლეხის მოგება დიდად არ მიხარია,ფაქტია 2ვე ქართველი არ მოიაზრება მნიშვნელოვან ფიგურად კლუბში.გიოს ამბავი უფრო მიკვირს,თორემ კვეკვესკირის დონეს ნაკრებშიც ვხედავთ და სამწუხაროდ პოლონელებიც მიხვდნენ ალბათ.
Მეზღვაური
10 მარტი 2023 13:24
0
ჩაკვეს ნაკრებში თამაში ელის და ნორვეგიასთან წარმატებებს ვუსურვებ მას და მთელს გუნდს!
მან და სხვა ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ ის, რომ შეუძლიათ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით გაძეძგილი ნორვეგიის დამარცხება და ტოპ ჩემპიონატებში თამაში ისე, როგორც ეს სერბეთმა გააკეთა!
ლაშა
10 მარტი 2023 12:41
0
კარგი შანსი რანაირად აქვთ ? გასვლაზე გატანილი გოლები სათვალავში არაა, ანუ დაფიქსირდა ჩვეულებრივი ფრე გინდა 0:0 ყოფილიყო და გინდა 2:2 არაფერი იცვლება. გავიდნენ გაგვიხარდება, მაგრამ ასე თიტქოს რაიმე უპირატესობა აქვთ წერა, ვერაა თქვენი მხრიდან ბოლომდე მართალი.
JABA
10 მარტი 2023 12:39
1
როგორ არააქვს სახლში აქვს მეორე თამაში და მანდთუვერხედავ რამეს საღოლ შენ
ნიკა
10 მარტი 2023 13:32
1
ჩაკვე თან ისეთ პოზიციაზე თამაშობდა იდეალურია ნაკრებისთვის. მიდი გიო მიაწექი... ნორვეგიასთან კვარა-ჩაკვე-ჟორჟი, უკნიდან კიტე-აბურჯანია
kicha
10 მარტი 2023 12:12
0
ხერხემალი არა, მენჯ ბარძაყი კიდე გოლი გაიტანოს ქრთი მაინც სეზონში.
გფფ
10 მარტი 2023 11:56
5
ჩაკვე გუნდის ხერხემალი იყო მოედნის შუაგულსი და პრაქტიკულად ბურთი არ დაუკარგავს.
ვაჟა მასწავლებელი
10 მარტი 2023 02:37
1
არაფერი ხერხემალი არი იყო ძმაო მისი ეს თამაში თუ შენ მოგეწონა არ ვიცი რა იყო მანდ მოსაწონი ხერხემალი კი არა ჩვეულებრივი მოძუნძულე ფეხბურთლეი გახდა არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია გუშინ საერთოდ თან!
T.q
10 მარტი 2023 17:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული