"ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებ" - გუტიმ დანაპირები შეასრულა და კვარაცხელიას თავისი მაისური გაუგზავნა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდა გუტიმ დანაპირები შეასრულა. მან "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას თავისი 14-ნომრიანი მაისური გაუგზავნა.

ამ ფაქტს მადრიდელთა გულშემატკივრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თავისი საქციელისთვის შეაქეს.

"აგენტი გუტი, მიყვარს, რასაც აკეთებ".

"რეალში" ამჟამად მე-14 ნომერი თავისუფალია, ეს დამთხვევაა"?.

"აკეთებ უფრო მეტს, ვიდრე ფლორენტინო პერესი", - წერენ კომენტარებში "რეალის" ფანები.

alt"ხვიჩა, იმედი მაქვს ერთ დღეს ეს მოხდება!" - კვარაცხელიას თავისმა საყვარელმა ფეხბურთელმა გუტიმ უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 14 /
Chiringuito jugones ში იყო წუხელ საუბარი ამის შესახებ.ერთერთი წამყვანი,ბილბაოელია,ნიკო წაიღებს მაისურს ნეაპოლში და ალბათ ორშაბათს შეხვდება ხვიჩას.მეორე წამყვანი,ალფრედო დუროამბობდა,რომ მან ორი წლის წინ მისწერეს კვარაცხელიას შესახებ ფლორენტინოს,მან კი ყურად არ იღოო.აქო და ადიდა კვარა,ბევრი წამყვანი დაეთანხმა ამაში
ანტონი
11 მარტი 2023 01:27
0
მეც უყურე გადაცემას და მერე დუროს ტვიტიც ვნახე, როდის იძახდა კაცი
მეგრელი
11 მარტი 2023 16:11
0
მიუხედავად იმისა რომ ბარსას ქომაგი ვარ უნდა ვაღიარო რომ ხვიჩა ზედ გამოჭრილი რეალის ფეხბურთელია (სულ მალე რეალში ვიხილავთ)
ლაშა
10 მარტი 2023 23:46
0
Rais barsas baleshiki xar
Kutaisi
11 მარტი 2023 09:50
0
ყოჩაღ გუტის.
გეგი
10 მარტი 2023 20:57
0
რეალში ისეთები არ დააფასეს კასილასიდან დაწყებული, რავიცი ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. მაგის შიშით არ გადასვლა მაინც სისულელე მგონია. რეალია რა, მაგის ზემოთ აღარაფერია (სხვა თუ არაფერი ტიტულები მაინც დაითვალეთ)
რაბუ
10 მარტი 2023 20:09
0
სოსო უბრალოდ მინდა გითხრა რომ ეს ბიზნესია არავითარი ემოცია. ემოცია გულშემატკივრების საქმეა. მაგალითად ზიდანი მწვრთნელად იმიტომ კი არ დანიშნეს რომ დიდი ფეხბურთელი იყო ან მადრიდის რეალში წამყვანი მოთამაშე იყო. არამედ იმიტომ რომ როგორც მწვრთნელმა შედეგი დადო. ეს მითი რომ ვიღაცა ვიღაცას არ აფასებს ჟურრრნალისტების მიერ შემოგდებული ჩვეულებრივი ინტრიგნული სატყუარაა. ესეც ერთგვარი ბიზნეს გეგმის ნაწილია: რაც მეტია ინტრიგა, მეტია ყურადღება და უკეთესად იყიდება პროდუქტი.
Soso-s
10 მარტი 2023 19:51
1
იცით რა არი რეალში ფეხბურთელის ნულია, მადრიდის რეალი არი რეალი ფეხბურთელები არავინ, ნეაპოლში როგორც იყო მარადონა და ამ ტიპის გუნდებში გამორჩეული ფეხბურთელები, რეალიდან გაშვებული ფეხბურთელები იმ წამიდან ივიწყებემ მე რასაც მოვესწარი იეროს , რაული, რონალდო. რამოსი, კიდე უამრავ ვარსკვლავებზე აღარ ვამბობ
Soso
10 მარტი 2023 18:38
3
არ იჩქაროს მთავარია. კარგ ფორმას თუ შეინარჩუნებს და უფრო მოუმატებს რეალი თავს არ დაანებებს ეგეთ ფეხბურთელს გინდ ორი ან სამი წელიც რომ გავიდეს
რაბუ
10 მარტი 2023 16:49
0
ღირსია ხვიჩა, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად აქციოს!
REAL MADRID
10 მარტი 2023 14:44
3
კვარარეალური ამბავი იქნება ნამდვილად, ხვიჩა რეალში!
გოჩა
10 მარტი 2023 14:43
2
მაგარი რეპორტაჟი კეთდება ძალიან, გუტიმ უბრალო მაისური კი არ გაუგზავნა, რომელიღაც მოგებული ტიტულის მაისურია (ჯერ საიდუმლოდ ტოვებენ) და წერილიც გაუგზავნა, და ესპანელი ჟურნალისტი წავიდა გუშინ ღამით ნეაპოლში რომ ჩაუტანოს, დიდი მოლოდინია ამ რეპორტაჟის და ვნახოთ
მეგრელი
10 მარტი 2023 13:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული