"გადაეცეს კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიანი მაისური" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა წინადადება წამოაყენა

AutoSharing Option
Napolicalciolive "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია და Optimagazine-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჟურნალისტი პეპე იანიჩელი ნეაპოლური გუნდის მიერ ხმარებიდან ამოღებული დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის ქართველისთვის გადაცემას მოითხოვს.

10-ნომრიანი მაისური კვარაცხელიასთვის - რა ხდება?

"კვარაცხელიას მაგიამ ნეაპოლელი გულშემატკივრები ჭკუიდან გადაიყვანა. ქართველი "ატალანტასთან" თავიდან ძალიან აქტიური არ იყო, თუმცა, როგორც შეეძლო, მეტოქე პანიკაში ჰყავდა, თავისი ტალანტის ასაფეთქებლად მომენტს დაელოდა და სამი გამაოგნებელი ფინტით ბერგამოელთა ნახევარი გუნდი, მეკარე მუსოს ჩათვლით, უსაქმოდ დატოვა. ეს იყო აბსოლუტური მოქმედება, რომელიც მოგვაგონებს დიეგო
მარადონას ალღოსა და ბრწყინვალებას. "ნაპოლის" ფანები "კვარას" გამო გადარეულები არიან. იმსახურებს ხვიჩა 10 ნომერს?

Sportall.Ge

ახლა გაკვირვებული ვართ იმით, რომ ვუყურებთ ისეთ ტალანტს, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი ფეხბურთის სილამაზეს ერთ საერთო მთლიანობაში წარმოგვიდგენს. ზაფხულში "ნაპოლის" ტიფოზების განწყობა ოპტიმისტური არ იყო, მაგრამ ქართველმა წინასასეზონო შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური შეხვედრებისას მაშინვე ყველას დაანახა თავისი ნიჭი, რასაც გაგრძელება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოჰყვა.

დღეს ისეთებიც არიან, რომლებსაც კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიან მაისურში ხილვა სურთ. ცნობილი ჟურნალისტი პეპე იანიჩელი Optimagazine-ში წერს: "მარადონას მიერ მოპოვებული ორი სკუდეტოს შემდეგ "ნაპოლი" მესამე საჩემპიონო ტიტულით გაიხარებს, რომელსაც ბეჭედს ოსიმენი და "კვარა" დაასვამენ. ხვიჩას გმირობები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ურიგო არ იქნება, მას 10-ნომრიანი მაისური გადაეცეს, გამონაკლისის სახით, თუნდაც ერთი მატჩით. დარწმუნებული ვარ, "პიბე" ამით გაიხარებდა".

მკითხველის კომენტარები / 23 /
წელს თუ არა მომავალ წელს ხვიჩა გაიყიდება სავარაუდოდ, ასე რომ შეეშვან ჯობია
gio
13 მარტი 2023 11:05
3
ეს მაგარი იდეაა ერთი თამაშში 10 ნომერი აი თუმდაც საჩემპიონო შეხვედრაში მარადონაზე. სხვა შემთხვევაში ჩემი აზრით ცუდი იქნება ერთი იმიტომ რომ ზედმეტი წნეხია და მეორე იმიტომ რომ 77 მაგრად უხდება უკვე ხვიჩას და იმენა მისი გახდა რაღაც წარმოსათქმელადაც ძან ლამაზად ჟღერს
ქართველი
13 მარტი 2023 10:54
4
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდენ იმ დღეს ეცვას
Soso
13 მარტი 2023 11:54
1
1000 % გეთანხმები, ერთი ერთში დაწერე ის რაც უნდა დამეწერა
გიორგი
13 მარტი 2023 11:38
1
10 ნომერი ალბათ ილუზიაა ეგ არ მოხდება, მაგრამ მისი საყვარელი 7-იანი უნდა მიიღოს
toti
13 მარტი 2023 10:16
3
კაცს შვიდიანი ევასება და ახვევენ თავს ათ ნომერს ))
შვიდი
13 მარტი 2023 09:53
5
ეგ. რომ მოხდეს მაშინ კვარა მუდმივად ან ძაან დიდხანს მაინც ნაპოლში უნდა დარჩეს და მისი ლეგენდა გახდეს და არ ვიცი ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება?
რრრ
13 მარტი 2023 09:25
2
რომც დაუპირონ მიცემა,ამან უარი უნდა თქვას.ამით სულ გააგიჟებს მაგათ.მარადონა-მარადონაა და მისი მაისური ხელშეუხებელია.მე კი კვარაცხელია ვარ და ისე თუ ვითამაშე, რომ ჩემი მაისურიც ხელშეუხებელი გახდეს,უბედნიერესი ადამიანი ვიქნები
კახა ქ.
13 მარტი 2023 07:08
1
ზუსტად ხვიჩას პასუხია.
აი
13 მარტი 2023 14:59
0
Bucciantini: "კვარა არის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძლიერი შენაძენი ხარისხ-ფასის თვალსაზრისით. მე ის მირჩევნია კაკას“
ქ. გ.
13 მარტი 2023 03:54
3
რა ცუდია მარადონა რომ აღარ არის ამ ქვეყნად. ყველაზე მეტად მარადონა არგენტინელების შემდეგ, ნაპოლის და ჩვენ ხვიჩას დააკლდა. მახსოვ მისი მიძღვნილი კომემტარები კულიბალზე და ვხვდები ხვიჩაზე რა კომენტარებს გააკეთებდა. მარადონა ყოველთვის გულწფრელი იყო ფეხბურთზე რომ ლაპარაკობდა, ის ამ გოლზე ვიცი ხელს მოაწერდა და ამას ხმამაღლა იტყოდა. ნათელში იყოს დიეგო.
G.LA
13 მარტი 2023 03:44
3
იმენნა ხვიჩას ფანი იქნებოდა 100%
მეგრელი
13 მარტი 2023 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული