პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 51 /
პირველ სეზონს ატარებს ევროპაში და ატყდნენ უნდა წავიდეს რეალში და რაღაცეები.არსადაც არ უნდა წავიდეს ჯერ ჯერობით მინიმუმ 2 წელი მაინც რეალის დროც მოვა მარა ჯერ ადრეა მწვრთნელის ნდობა აქვს და მუდმივად თამაშობს.რეალში რო სკამზე დაჯდეს ხო ყველა იტყვის რას გარბოდაო.ამიტომ უნდა დარჩეს ნაპოლში
Gaguuu
14 მარტი 2023 16:32
4
მე რეალის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ თამაშს რაც ეხება, ასე შოთა არველაძე აიაქსში რომ მიდიოდა, მასზეც ამბობდნენ, სკამს ახეხინებენო და ჰო დაამტკიცა საპირისპირო. მაგრამ მაინც მგონია, ხვიჩა ჯერ ნაპოლიდან არ უნდა წავიდეს
გიორგი
14 მარტი 2023 21:23
2
კვარა სადმე წარმოგიდგენია რომ სკამზე დაჯდეს? მაგის შანსი არაა. ვინისიუსი უფრო დაჯდება, გრილიშიც და სხვებიც,იმიტომ რომ ჯობნის დღესვე და ხვალ უფრო მეტად აჯობებს
გია
14 მარტი 2023 18:13
3
ვინისიუსი,რეალმა გამოზარდა,ხვიჩაზე ახალგაზრდაა და ბრწყინვალედაც თამაშობს.დაუჯერებელია,რეალმა უზარმაზარი ფული გადაიხადოს და ან ვინისიუსი,ან ხვიჩა,სკამზე დასვას.ან რაღაცა სქემა უნდა მოძებნონ,სადაც ორივე დასაქმდება,ან კიდევ ხვიჩა უნდა შეისყიდონ და თუნდაც ისევ ნაპოლიში დატოვონ,იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე.ამით,ის კონკურენტებს წაართმევს,ხვიჩას გადაბირების საშუალებას.ნაპოლი კი,მაინც ვფიქრობ,გრძელვადიან კონკურენტად,არ მიაჩნიათ.იციან,რომ შემადგენლობას ვერ შეინარჩუნებენ,ლიდერები წავლენ და იმიტომ.მერე კი,შეხედავენ და როგორც მათთვის უკეთესი იქნება,ისე მოიქცევიან.ისე,ეს კონტაქტი,ჯერ მაინც მოსინჯვას ჰგავს,გაცნობას და იმის მინიშნებას,რომ სამომავლოდ,მისით,მართლაც დაინტერესებულები არიან.
სოსო
14 მარტი 2023 16:31
2
ამ ზაფხულს რეალი კვარას არ იყიდის, პრიორიტეტი ბილინგემია და რომელიმე ტოპ ცენტრფორვარდი, მომავალ წელს კი მართლა შეიძლება სერიოზულად დაინტერესდნენ ამ ტრანსფერით, ამისათვის ხვიჩამ ანალოგიური ან უფრო უკეთესი სეზონი უნდა ჩაატაროს, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ მომავლ ზაფხულს მბაპეც თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით შარშანდელ შეცდომას აღარ გაიმეორებს. მოკლედ ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული, ძალიან უნდა მოინდომოს და დღედაღამ უნდა ივარჯიშოს თავისი ოცნების ასასრულენლად
მამუკა
14 მარტი 2023 16:26
1
ვეთანხმები აზრს.რომ მინიმუმ 1 სეზონი დარჩეს..მაჰრამ ასაკიდან და მენტალობიდან გამომდინარე უკვე დაღვინებულია გრანდში სათამაშოდ..16 წლის ბრაზილიკები აყავთ და ხვიშა მათზე მაგარია და ასაკიც უკვე თანამედროვე ფეხბურთში ისეთია.დროა რეალი ან ბარსა..გვარდიოლა დიადია.მაგრამ სქემაში ჩასვავს მაინც..მიდი კვარა გვასახელე
კიეზა
14 მარტი 2023 16:09
3
ერთი შეხედვით ადრეა, მაგრამ თვითონ ხვიჩას იმედი მაქვს, ხვიჩა მარტო ტალანტი არაა, ის ფსიქოლოგიურად ძალიან, ძალიან ძლიერი ბიჭია. იშვიათია მის ასაკში ტალანტთან ერთად ასეთი პროფესიონალი. მაინც თავისი გადასაწყვეტია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ რომ თავის სათქმელს ნებისმიერ გუნდში იტყვის
levan
14 მარტი 2023 15:57
1
არ მგონია ჯერ საერთოდ სადმე უნდა წავიდეს, მინიმუმ ორი სეზონი ნაპოლში უნდა დარჩეს ამაზე ნაკლები დონე არ უნდა უჩვენოს, რაც შეეხება რეალს,კვარას ადგილას ვინუსი ყავთ, კვარა დღესდღეობით უფრო კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ვინიუს სკამზე დასვამენ? არ მგონია.
დავიდუსი
14 მარტი 2023 15:29
2
რეალში გადასვლაზე უარს რომელი ნორმალური იტყვის, ხალხო, რა გჭირთ? შეეშვითკიდე ამ ჯუღელის შაყირს. ხვიჩამ თქვა, ჩემი ოჯახის წევრიაო, მამასავითააო. და თქვენ რა გინდათ ვერ გავიგე. ჰყავს მაგ ბიჭს პატრონი და მიხედავენ, სანერვიულო უკვე უკანაა, წარსულში.
ხვიჩა უკვე სუპერვარსკვლავია!
დიდება ქართულ ნიჭსა და გენს!
დიდება,დიდება, დიდება
საქართველოს!!!
ლევანი
14 მარტი 2023 15:10
3
სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ლიდერი გახდება კვარა უბრალოდ ანადგურებს ყველას ვინც წინ უდგება ოქროს ბურთს კი არა ბურთებს მოიგებს
ემიგრანტი
14 მარტი 2023 14:13
1
ხვიჩას კონტრაქტი აქვს ნაპოლისთან, თუ არ უნდა სხვა გუნდში გადასვლა, რა ძალით აიძულებენ, კონტრაქტს დაარღვევეენ, მონათმფლობელური საზოგადოებაა ?
ზაქრო
14 მარტი 2023 14:12
0
რეალლში როგორ აგდებულად უდფგებიან ამ სეზონში საქმეს გამოაჩიანა ბარსასთან სახლში კარში 0 ზუსტი დარტყმამ ნახევარ სეზონში დაკარგული საჩემპიონო შანსი თეოროიულს არ ვთვლი ისეთი სიტუაცია როგორიც ხვიჩას აქ ნეაპოლში იგივე ხალხის სიყვარული ეჭვი მაქ სხვაგამ ქონდეს რადგან ბევრ ქალაქში მაგარი ფრეხბურთელი ჩვეულებრივი მოვლენაა ნაპოლი კიდე სხვა ამბავია მე რო მკითხოთ მის ასეთი თამაში ზუსტად იმ ხალხის სიყვარულის დამსახურებაცაა რერალს და ვარსს ყავს ტავისი ვარკვლავ ბუჭუნები და ვერაფრით გააოცებ იქაურ ფანებს ამიტო ჯერ აქედან წასვლა არ შეეიძლება მითუმეტეს სეზონის ბოლოს თუნდაც ჩემპიონის რანგში მე რო ნეაპოლელი ვიყო მეწყინებოდა რეალის და ბარსას დროც მოვა თიმა სეზონის შემდეგ ნამდვილად ადრეა
ნოდო
14 მარტი 2023 14:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული