"ანჩელოტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ვინისიუსის ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ გამოიყენებს მას "რეალი" - მადრიდული გამოცემა

AutoSharing Option
ახლა ძალიან ხშირად წერენ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალში" შესაძლო გადასვლაზე. Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქართველის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ჩინებული ტანდემი შექმნა. ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ. შეიძლება მათი სამი გუნდი ნახევარფინალში გავიდეს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება".

ანჩელოტის ნათქვამმა უმალ რეზონანსი გამოიწვია. Madrid Universal-ი აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული "ბლანკოსის" თავკაცის მიერ "კვარას" შექებამ სატრანსფერო აჟიოტაჟი კიდევ უფრო გააძლიეროს, რამეთუ
კარლო ხვიჩას თამაშით მოხიბლულია და პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დადებითად ახასიათებს. ანჩელოტიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში ისაუბრა ქართველზე: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი".

მადრიდული გამოცემა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წერს: "უცნობია, უბიძგებს თუ არა ანჩელოტის მხრიდან კვარაცხელიათი აღფრთოვანების გამოხატვა "სამეფო კლუბს" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსს ადგილი აქვს "დაჯავშნილი", საინტერესოა, "ბლანკოსი" ქართველის შეძენის შემთხვევაში, როგორ აპირებს მის გამოყენებას".

Spazio Napoli ხაზს უსვამს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კვარას" გასხვისების წინააღმდეგია, მაგრამ შეიძლება ევროპულმა კლუბებმა ისეთი თანხა შესთავაზონ, რომელიც აზრს შეაცვლევინებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კვარას აქვს დიდი პოტენციალი რომელსაც ნაპოლი ვერ იყენებს ის დიდ გუნდსჰი იქნება ძალიან მაგარი
თენგო
15 მარტი 2023 12:39
4
არა არა და არა ამ ეტაპზე რეალში, ცოტა ცივი გონებით განსაჯეთ, ჩვენზე უკეთ ეცოდინება ხვიჩასაც და მის გარემოცვასაც ეს, გვინდა მაგრამ რეალობა სხვაა, არც ინგლისის ტოპ-გუნდში, იქ სხვა სიჩქარეებია გაიგეთ,იქ ხვიჩას გადაწვის რისკი ბევრია. ქინქის ვარიანტი სხვა კი იყო, თუნდაც მენტალურტად... გამოცდილებაც ხომ არსებობს... ერთი ცდუნებაა მიჯაჭვულობა ნეაპოლის, ხალხის სიყვარული და ვაითუ ყველაფერი ისე არ წავიდეს? და არ ,,ჩაიკარგოს" იქ...
გუსანი
15 მარტი 2023 12:02
0
არა არა და არა ამ ეტაპზე რეალში, ცოტა ცივი გონებით განსაჯეთ, ჩვენზე უკეთ ეცოდინება ხვიჩასაც და მის გარემოცვასაც ეს, გვინდა მაგრამ რეალობა სხვაა, არც ინგლისის ტოპ-გუნდში, იქ სხვა სიჩქარეებია გაიგეთ,იქ ხვიჩას გადაწვის რისკი ბევრია. ქინქის ვარიანტი სხვა კი იყო, თუნდაც მენტალურტად... გამოცდილებაც ხომ არსებობს... ერთი ცდუნებაა მიჯაჭვულობა ნეაპოლის, ხალხის სიყვარული და ვაითუ ყველაფერი ისე არ წავიდეს? და არ ,,ჩაიკარგოს" იქ...
გუსანი
15 მარტი 2023 11:25
0
ვეთანხმები აზრის კომენტარს და იმასაც რომ რეალში უნდა წავიდეს..მაგრამ თქვენ ჩემზე კომოეტენტური ხართ და დავუშვათ დააყენა ცენტრში..და არა თავს რო ვიკლავთ ლამის ვინისიუსის პოზიციაზე..ჩწმის აზრით ეს და ვინისუსის ტანდემი ოსიმენის ტანდემს აჯობებს კიდეც..მაგრამ ცენტრში ჩუამენის ან მოდრიჩის პოზიაციაზე ხო ვერ დააყენებს კვარას სტილიდან გამომდინარე..თორემ კვარა რეალში ისე გაიბრწყინებს..როგორც დაგიბარებიათ
კიეზა
15 მარტი 2023 11:09
0
ამ ეტაპზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ კვარამ თავისი გუნდი იპოვა, გაჩემპიონებული ნაპოლის ფეხბურთელობა კიდევ უფრო ნეტ სახელს მოუხვეჭს... რაც შეეხება რეალს, კლუბი გრანდია მაგრამ ეგეთი უსახური ფანობა მე არ მინახავს, გასვლით თამაშებზეც კი სულ 100 კაცი დაყვება.. მოკლედ რეალი კარგია, მაგრამ მანდ ცოტა მერე
papai
15 მარტი 2023 10:11
0
მე რქც ნაპოლიში ვნახე ჩემი თვალით, გაგონილს რომ არ დავუჯერო, საცოდაობა იქნება ამ ზაფხულს ამ ქალაქის, გუნდის, გულშემატკივრის დატოვება, ჯერ ერთი წელიც არ გასულა რაც მანდა, ჩემი აზრით კარგი იქნება რომ მომავალი სეზონიც მქნდ იყოს , იგივეს ვიტყოდი ოსიმენზეც , მომქვალ წელსაც მოიგონ იტალია, და ამოწურონ თავიანთი შესაძლებლობები , და შემდეგ გადავიდნენ იქ სადაც შესაძლებელი იქნება, კვარას აღნერთებენ იქ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მარტო დიდი კლუბის სახელი და უკეატესი კონტრაქტი ვერ გადაწინის იმას რაც იქ ხდება,!
Vasili
15 მარტი 2023 09:57
0
თუ შეძლეს და შემადგენლობა შეინარჩუნეს,სულ ცოტა სამი წელი,ძალიან წარმატებული გუნდი იქნება.საკითხავია,რამდენად შეძლებს გუნდის ხელმძღვანელობა,ვარსკვლავებისათვის ვარსკვლავური ხელფასის მიცემას და მოინდომებს თუ არა ამას.
სოსო
15 მარტი 2023 16:15
0
ეს ჩემი პირადი აზრია და ვერავინ შემიცვლის.გადავიდეს რეალში.მერე?ვინი უნდა ამოაგდოს და თვითონ დადგეს (ღმერთმა ქნას),მაგრამ ამ ეტაპზე რეალობა ეგ არაა.ვიცი და მესმის,დღეს ნაპოლი როგორც არის და რეალი როგორც არის,თუნდაც ტიტულებით,რეალი ჰაი კლასია,მაგრამ ჯობია ნაპოლის ძირითადის ფეხბურთელი იყო და შენზე სიმღერებს წერდნენ,ვიდრე რეალში ღრმა სათადარიგო იყო,ლიგა და ესპანეთი მოიგო და არავის ახსოვდე 10წლის მერე
ჯელა
15 მარტი 2023 01:48
2
ერთადერთი შევცვლიდი, რომ ღრმა სათადრაიგო არ იქნება, მარა თავიდან ნამდვილად სათადარიგო იქნება ან არაკომფორტულ პოზიციაზე დააყენებენ და რა მოხდება კაცმა არ იცის... არ ივარგებს ეხლა რეალი, მარა თან არ მგონია 100 და 150 მილიონი გადაიხადოს რეალმა ახალ გამოჩეკილ ვარსკვლავში, როცა მის პოზიციაზე ვინისიუსი ყავს და არაერთი კარგი ფეხბურთელი კიდე... დანარჩენი ასიანია, შეუძლებელია ორიოდე მილიონით მეტის გამო ამხელა დიდება დათმო ადმაიანმა, 2-3 წლის მერე იქნება კიდე ორიოდეც და მეტი მილიონით მეტიც... ტიპს უკვე ადარებენ მარადონას და ჭიდაობა და განხილვები მიდის, ობიეტქურად ძალიან ადრეა მარა წარმოიდგინეთ 2 ან მეტი სკუდეტო და ლიგა რო მოიგოს ნაპოლიმ და კვარამ ასე რო გააგრძელოს თამაში და კიდე მოუმატოს... მართლა მრავალღმერთიანობა იქნება ნეპაოლში... ნაკრებიც თუ გავიდა სადმე დიდ ტურნირზე, ოქროს ბურთი ჩვეულებრივად წინასწარ ექნება გარანტირებული
რა მაფიაა?
17 მარტი 2023 17:57
0
რეალში თუ გადავა უნდა იცოდეს კვარამ დაფასება არ იციან მაგათმა ისე როგორც საჭიროა პრემიერლიგაში უფრო დააფასებენ ჩემი აზრით ფორცა ნაპოლი
Rt
14 მარტი 2023 23:42
8
მართალია, მაგათ დაფასება არ იციან, როგორ მოისროლეს მესი და სხვები
ბადრი
15 მარტი 2023 11:13
0
ვინისიუსი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ კვარა არაჩვეულებრივია ასე რომ დღევანდელი მოცემულობიდან ჩახსნა კვარამ !
გ.გ
14 მარტი 2023 23:42
2
რეალში უფრო ცენტრში დააყენებენ კვარას, ფლანგზე რომ დააყენონ ვინისიუსი ცენტრში არ იქნება ეფექტური, კვარა კი უნივერსალია. კვარა კი ყველგან ითამაშებს, უბრალოდ პრობლემა ის იქნება რომ ის სისწრაფე და აჩქარება რაც კვარას აქვს ცენტრში ძნელია. იქ სივრცეები მცველების მიერ უფრო შევსებულია და ფლანგზე კიდევ გაქვს არჩევანი ან გაიქცე ან კიდევ ცენტრში შეიწიო და იქიდან შექმნა ხიფათი. ბოლო შედევრი გოლი რომ გაიტანა კვარამ სწორედ შეიწია ცენტრში. მეც ვემხრობი იმ აზრს რომ ესე მალე რეალში გადასვლა რისკია. ცენტრში კვარა ნებისმიერ რეალის ფეხბურთელზე ეფექტური იქნება დღესაც კი უბრალოდ მისი ადგილი ფლანგზეა რაა, ბურთს რომ მიიღებს ყველა ელოდება ფინტს და მორიგ სასწაულს ეს არ მინდა დაიკარგოს
azri
14 მარტი 2023 23:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული