"ანჩელოტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ვინისიუსის ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ გამოიყენებს მას "რეალი" - მადრიდული გამოცემა

AutoSharing Option
ახლა ძალიან ხშირად წერენ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალში" შესაძლო გადასვლაზე. Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ქართველის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ჩინებული ტანდემი შექმნა. ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ. შეიძლება მათი სამი გუნდი ნახევარფინალში გავიდეს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება".

ანჩელოტის ნათქვამმა უმალ რეზონანსი გამოიწვია. Madrid Universal-ი აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული "ბლანკოსის" თავკაცის მიერ "კვარას" შექებამ სატრანსფერო აჟიოტაჟი კიდევ უფრო გააძლიეროს, რამეთუ
კარლო ხვიჩას თამაშით მოხიბლულია და პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დადებითად ახასიათებს. ანჩელოტიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში ისაუბრა ქართველზე: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი".

მადრიდული გამოცემა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წერს: "უცნობია, უბიძგებს თუ არა ანჩელოტის მხრიდან კვარაცხელიათი აღფრთოვანების გამოხატვა "სამეფო კლუბს" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსს ადგილი აქვს "დაჯავშნილი", საინტერესოა, "ბლანკოსი" ქართველის შეძენის შემთხვევაში, როგორ აპირებს მის გამოყენებას".

Spazio Napoli ხაზს უსვამს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კვარას" გასხვისების წინააღმდეგია, მაგრამ შეიძლება ევროპულმა კლუბებმა ისეთი თანხა შესთავაზონ, რომელიც აზრს შეაცვლევინებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მიმაჩნია ვინისიუსი არაა ხვიჩას დონის ფეხბურთელი. ამ მდგომარეობით რასაც ხვიჩა თამაშობს კონკურენტი არ ყავს. კვარა ნებისმიერს დასვამს სკამზე. რეალში თუ გადავა ვინ უნდა გაუწიოს კონკურენცია? დიდი ალბათობით ცენტრში დააყენებენ. დავამატებ, თუ მსოფლიოს გამოვაკლებთ ვინისიუსი შედეგებით ბევრად ჩამორჩება ხვიჩას. კვარაცხელია ნებისმიერი გუნდის ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს.
დათო
14 მარტი 2023 22:46
4
მასე არ ვფიქრობ, ვინისიუსი რასაც მოძრაობს, ხვიჩა მაგ ფიზიკაზე ჯერ არ არის ცალსახად, ყველას გვინდა ვარსკვლავები მოწყვიტოს და მაგის დროც ღმერთმა ქნას მალე დადგეს. ჩემი აზრით რეალში ამ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს, არც პრემიერ ლიგის ტოპ გუნდში, არ არის მზად, შეეშვით ამ ემოციებზე განსჯას, უნდა დარჩეს ნაპოლში, ერთ რამეში არის წუხული, თუ მიეჯაჭვა ნაპოლის, ხალხს, ნაპოლიმ მერე ვეღარ გაქაჩოს და არც მინდა დავუშვა ქინქის მაგალითი, თუმცა ხვიჩაც და მისი გარემოცვაც დაზღვეული მგონია ამისგან.
გუსანი
15 მარტი 2023 11:08
0
რას ამბობთ,რას ქვია რეალში არ წავიდეს?! თუ კი შანსი იქნება - აუცილებლად უნდა წავიდეს! რეალზე დიდი კლუბი არ არსებობს
ხომ ერა
14 მარტი 2023 21:56
30
არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ხვიჩა რეალში ! საერთოდ არ უნდა წავიდეს ისეთ გუნდში სადაც მარცხენა შემტევის ადგილი დაკავებულია და არ უნდა გაიმეოროს ქინქლაძის დიდი შეცდომა აიაქსში რომ გადავიდა როცა იქ მის ადგილზე ლიტმანენი თამაშობდა და მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით @ მერე კიდევ რეალი აღიარებულია ვარსკვლავების მესაფლავედ ! რამდენი უმაგრესი ფეხბურთელი დაღუპეს რომ არ ჭირდებოდათ და მაინც რომ იყიდეს და სკამზე დაალპეს @ და ხშირად ამას სპეციალურადაც აკეთებენ--ურჩევნიათ სკამზე ეჯდეთ კარგი ფეხბურთელი და უხადონ ხელფასი ვიდრე მათ კონკურენტებთან მოხვდეს ! თავის დროზე ბექჰემი რომ გადაიყვანეს თავისთან და სკამზე დასვეს იმ დროისთვის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი ! და ჟურნალისტებმა რომ კითხეს ფლორენტინო პერესს -- რატომ იყიდეთ ბექჰემი თუ არ გჭირდებოდათო იმან უპასუხა--აბა რა გინდოდათ ბარსასთვის ან ატლეტიკოსთვის უნდა დაგვეთმოო ? @@
zura222
14 მარტი 2023 21:46
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული