მატჩის დღე! ხვიჩა და "ნაპოლი" ისტორიულ მისიასთან - "კვარას" მეტი სივრცე უნდა გაუჩნდეს...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღე დადგა. "ნაპოლი" ფრანკფურტის "აინტრახტს" საკუთარ მოედანზე დაუხვდება და გერმანიაში მიღებული უპირატესობის (2:0) დაცვა/განმტკიცებას შეეცდება. შეხვედრა 15 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

ნეაპოლელთა მთავარი მიზანი სკუდეტოს კი უკავშირდება, თუმცა საშინაო არენაზე მათ სოლიდური (18-ქულიანი) უპირატესობა აქვთ, რაც ძალების მეტად გადანაწილების, ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო შორს გასვლისა და სტამბოლში გასამართი ფინალისთვის შედარებით თამამად ფიქრის საშუალებასაც იძლევა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებს ხომ წელს თითქოს ყველაფერი გამოსდით. 

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოე
დანზე ბოლო დროს წარმატებით თამაშობს და აქ მათი დამარცხება რთულია. მიმდინარე სეზონში მათ სამივე შეხვედრაში გაიმარჯვეს და ყველგან, მინიმუმ, 3 გოლი გაიტანეს. "ნაპოლის" მეოთხედფინალში გასვლის შანსი პირველად აქვს. ეს მარადონას ეპოქაშიც ვერ შეძლეს და ისტორიულ შედეგთან ახლოს არის. ამ ქალაქში მართლაც უბედნიერესი განწყობაა.

გერმანელებმა შინ კი წააგეს, თუმცა ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ევროტურნირებზე ბოლო 20 შეხვედრიდან 10 მოიგო. რაც შეეხება გასვლით მატჩებს, წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორში გაიმარჯვეს. ასე რომ, "აინტრახტი" ბოლომდე იბრძოლებს!..

Sportall.Ge

"კვარადონამ" პირველ დაპირისპირებაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა შეხვედრის ბოლოს წარმოუდგენელი სილამაზის საგოლე პასი (სეზონში მეოთხე) შემოგვთავაზა. ჩვენებურმა იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ისეთი გაიტანა, მთელი ევროპა აალაპარაკა. ფრანკფურტელებს, მინიმუმ, ორი გოლი სჭირდებათ, რის გამოც იძულებული იქნებიან, შეუტიონ. თუკი პირველ დაპირისპირებაში ხვიჩამ მეტოქის მარჯვენა ფლანგი მისი მეურვეობის გამო შეტევაში მთლიანად "გათიშა", ახლა ქართველმა მეტი სივრცე უნდა იპოვოს, რაც შესაძლოა, გერმანელებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. 

მნიშვნელოვანია, მეკარე ალექს მერეტი და ცენტრალური მცველი კი მინ ჯე სრულად მომჯობინდნენ და თამაში შეძლონ. ირვინ ლოსანოც თავს უკეთ გრძნობს. ნეაპოლელთა ერთადერთი დანაკლისი ჯაკომო რასპადორის უკავშირდება. ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გაუცდა და შედეგიანობის გაზრდას ძალიან მოინდომებს, თანაც, მან უკანასკნელ ორ ტურში ვერ გაიტანა. საშინაო დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ოთხი ნეაპოლელებმა ერთანაირი ანგარიშით (2:0) მოიგეს, 29 იანვრის შემდეგ კი საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.

"აინტრახტს" თავისი ლიდერი, რანდალ კოლო მუანი დააკლდება, რომელიც პირველ მატჩში ზამბო ანგისასთან უხეშობისთვის გააძევეს. შეხვედრას ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის.

alt"აინტრახტის" მწვრთნელი: ამოცანა "ნაპოლისთან" მატჩში - მინიმუმ ორი გოლი ძირითად დროში და გამარჯვება პენალტების სერიაში

altხვიჩას კონკურენტი და მეგობარი - ელმასი ომით, დილემებითა და ბევრი განსაცდელით ნეაპოლამდე...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ შეიძლება ლინკი დადეთ სად შეიძლება უყურო დღეს თამაშს
სს
22:07 15-03-2023
0
ოორი!ორი გოლი მინდა,ხვედელიძე!/ფეოლა/
სოსო
17:02 15-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული