"ნაპოლიში" გადასვლამდე სპალეტის დიდხანს ვესაუბრე, რა მიყვარს ყველაზე მეტად? - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ The New York Times-თან

AutoSharing Option
New York Times-ის ჟურნალისტი რორი სმითი იტალიის ქალაქ ნეაპოლს ესტუმრა და "პარტენოპეის" ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მოედანზე ხვიჩას კომფორტის ზონიდან გამოყვანა ურთულესია, ინტერვიუები კი მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის" - წერს სმითი.

"კვარაცხელია ნეაპოლში სულ 9 თვეა, რაც იმყოფება და უკვე ახალ "კვარადონას" უწოდებენ, ზოგიერთი კი "კვარავაჯოდაც" მოიხსენიებს. იმის გამო, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩას თამაშებისთვის თვალი ახლოდან მიედევნებინათ, ქართულმა კომპანიამ ნეაპოლში ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყო. "მარადონას" სტადიონზე თამაშისას ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ტრიბუნებიდან ასეულობით ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, საქართველოს დროშებით
ხელში ამხნევებს.

"ნაპოლის" გარემარბი ვარსკვლავივით არ გამოიყურება, თმაც აჩეჩილი აქვს, არა იმიტომ, რომ ურჩიეს, უბრალოდ, არაფერი შეუცვლია.

"აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავი სიზმარში მგონია. თავდაპირველად ყველაფერი ისე კარგად წავიდა, რომ არც კი ვფიქრობდი, თუ ეს რეალობა იყო" - იხსენებს ხვიჩა.

"ჩემი საქმის ჩუმად კეთება მიყვარს. იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერენ, მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, თუმცა, ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, ლუჩანო სპალეტის დიდხანს ვესაუბრე. მას არაფრის პირობა არ მოუცია, უბრალოდ, გუნდში ჩემი როლის შესახებ ამიხსნა. განსაკუთრებით, ყურადღება დაცვით ფაზაში თანაგუნდელების დახმარებაზე გაამახვილა. იტალიელი მწვრთნელები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან, მათ იციან, როგორ მიიღონ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "კვარა" "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altმატჩის დღე! ხვიჩა და "ნაპოლი" ისტორიულ მისიასთან - "კვარას" მეტი სივრცე უნდა გაუჩნდეს...

alt"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მისი მამაც ესეთი ფეხბურთელი იყო.. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული.. კარგია კვარა ხასიათით მამას რომ დაემსგსვსა.. ყველაფერი აქვს ამ კაცს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.. წარმატებები.. მთელი საქართველო შენთან არის..
geo-geo
12:51 15-03-2023
0
როგორც ვხვდები არ უყვარს ინტერვიუს მიცემა, სულ დაძაბულია და ნერვიულობს. ხოდა რაც არ მოსწონს, არ უნდა გააკეთოს.
დღეს უამრავი საშუალება არსებობს. თუ საზოგადოებისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის რაიმეს თქმა უნდა, შეუძლია დაპოსტოს, ან ვიდეო ჩაწეროს თავისი სურვილით, და იმაზე ისაუბრობს რაც თავად უნდა. სიამოვნებით ვუყურებთ, მოვისმენთ, წავიკითხავთ.
საერთოდ არაა საჭირო, ის აკეთოს, რაც დისკომფორტს უქმნის.
ყველაზე ჩუმი სელებრითია, ვინც აქამდე გამიგია და ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს ჩუმად. ასევე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ხალხში.
მიუხედავად ამხელა ინტერესისა, არ არის ვალდებული ინტერვიუბი მისცეს.
ჩემი მოკრძალებული აზრით.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული