"ნაპოლიში" გადასვლამდე სპალეტის დიდხანს ვესაუბრე, რა მიყვარს ყველაზე მეტად? - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ The New York Times-თან

AutoSharing Option
New York Times-ის ჟურნალისტი რორი სმითი იტალიის ქალაქ ნეაპოლს ესტუმრა და "პარტენოპეის" ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მოედანზე ხვიჩას კომფორტის ზონიდან გამოყვანა ურთულესია, ინტერვიუები კი მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის" - წერს სმითი.

"კვარაცხელია ნეაპოლში სულ 9 თვეა, რაც იმყოფება და უკვე ახალ "კვარადონას" უწოდებენ, ზოგიერთი კი "კვარავაჯოდაც" მოიხსენიებს. იმის გამო, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩას თამაშებისთვის თვალი ახლოდან მიედევნებინათ, ქართულმა კომპანიამ ნეაპოლში ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყო. "მარადონას" სტადიონზე თამაშისას ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ტრიბუნებიდან ასეულობით ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, საქართველოს დროშებით
ხელში ამხნევებს.

"ნაპოლის" გარემარბი ვარსკვლავივით არ გამოიყურება, თმაც აჩეჩილი აქვს, არა იმიტომ, რომ ურჩიეს, უბრალოდ, არაფერი შეუცვლია.

"აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავი სიზმარში მგონია. თავდაპირველად ყველაფერი ისე კარგად წავიდა, რომ არც კი ვფიქრობდი, თუ ეს რეალობა იყო" - იხსენებს ხვიჩა.

"ჩემი საქმის ჩუმად კეთება მიყვარს. იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერენ, მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, თუმცა, ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, ლუჩანო სპალეტის დიდხანს ვესაუბრე. მას არაფრის პირობა არ მოუცია, უბრალოდ, გუნდში ჩემი როლის შესახებ ამიხსნა. განსაკუთრებით, ყურადღება დაცვით ფაზაში თანაგუნდელების დახმარებაზე გაამახვილა. იტალიელი მწვრთნელები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან, მათ იციან, როგორ მიიღონ ფეხბურთელისგან მაქსიმუმი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "კვარა" "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altმატჩის დღე! ხვიჩა და "ნაპოლი" ისტორიულ მისიასთან - "კვარას" მეტი სივრცე უნდა გაუჩნდეს...

alt"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან გვიხარია ქართველი ფეხბურთელის წარმატება. წარმატება არა მეტია. ტოპ 5-ში ასეთი დებიუტი ეხლაც არ მჯერა. ნათელი პიროვნებაა და შექება არ აწყენს, მით უმეტეს ჩვენზე მეტად სხვები და საევე ძნელი დასაჟერებელია, როგორ აქებენ.. მეტი წარმატება და მწვერვალების დალაშქრა!
გია
16:52 15-03-2023
1
ძალიან სასიხარულოა ამ ბიჭის წარმატებები, მაგრამ რა შეგვჭამეთ, თვითონ მაგისთვისაა ცუდი, ძაან აუწიეთ თამასა და რომ ვეღარ გადაახტეს მერე?!
ნინი
13:49 15-03-2023
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული