რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი "პარტენოპეის" გამარჯვებით 3:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0) დასრულდა და ისტორიაში პირველად, ნეაპოლელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მასპინძელთა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა, ახალგაზრდა გარემარბი ელიფ ელმასმა შეცვალა.

Whoscored.com-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.6 ქულა დაუწერა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა

სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს

altნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ თამაშს კარგი ანალიზი უნდა
აქ ხვიჩამ შექმნა ყველაფერი
სულის ჩამდგმელი ხვიჩა იყო
დანარჩენები კი ძლიერი შემსრულებლები
თენგო
16 მარტი 2023 08:57
1
ნეტა რა სჭირდა დღეს კვარას ??????????????????
???????????????
16 მარტი 2023 02:13
48
ხვიჩამ გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა... რომ არა ის გიჟი მეკარე, დუბლი ექნებოდა შესრულებული და მერე ხო ყველა დაეთანხმებოდით პირველ წინადადებას?! გარდა მაგისა, ბოლო ორი გოლი მისი შექმნილია, ისევე როგორც პირველი გოლი შექმნა ლობოტკამ. ასე რომ ეს შეფასებები ცარიელი სტატისტიკაა
ლადო
16 მარტი 2023 18:27
0
პირველ გოლამდე და პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი მან შექმნა
საერთოდ, გუნდის წარმატებულ ფაზაში გადასვლა, როგორც ყოველთვის, ხვიჩამ უზრუნველყო.
დარტყმების გაცუდება და სხვა შეცდომები მეათე ხარისხოვანია.
ასე რომ მიმიფურთხებია მაგათ შეფასებებისთვის
თენგო
16 მარტი 2023 21:18
0
ხვიჩამ თავისი ფლანგიდან გააკეთა ორი საკვანძო პასი(პენალტი და ოსიმენის გოლი), დაიტვირთა მცველებით მარცხენა ფლანგზე, რითაც მარჯვენა ფლანგს გაუთავისუფლა სივრცეები, დრიბლინგებით დაქანცა აინტრახტის დაცვა. ძალიან დიდია მისი როლი ნაპოლის გუშინდელ მოგებაში
გიორგი
16 მარტი 2023 18:22
1
ზოგი ფეხბურთის ისე აზრზე არაა როკ ჰგონია თუ გოლი ვერ გაიტანა ესეიგი ცუდათ ითამაშა, და ყველა თამაში გონიათ რომ ათამადეა, და კიდევ ბრაზილიას თუ ხვდება , მთავარია მაგათთან რას იზამენ? :D :D :D
Vasili
16 მარტი 2023 09:53
0
კვარამ თავის შესაძლებლობებზე გაცილებით სუსტად ითამაშა. ცუდი თამაში არ ჰქონია, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია.
თამაშის საწყისში ნაპოლის აშკარად ეტყიბოდა დაძაბულობა, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. ბურთით მუშაობა გაუჭირდა კვარასთან ერთად ზელენსკის, ლობოტკას და თითქმის ყველას. რიგ შემთხვევებში ანგისამ ერთი შეხებით რამის პირისპირ გაიყვანა გერმანელები. ანგისა ბოლო თამაშები დაბორიალობს მოედანზე, თითქოს ახალი გაღვიძებულია?!
ხვიჩამ ბოლო დროს სულ დაანება თავი ცაციათი თამაშს. არადა ყველა ცდილიბს დაუკეტოს მარჯვენა ზონა. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეუძლია მოუმატოს ცაციათი თამაშს. გაცილებით არაპროგნიზირებადი გახდება ყველასთვის. კიდევ ერთი, რაც უფრო წინ მიიწევენ ფინალიკენ, თითქოს ფსიქოლიგიურად თრგუნავს ლიგა კვარას. პირიქით მეტი კონცენტრაცია, შემართება და ბრძოლაა საჭირო. ყველაფერი აქვს კვარას იმისათვის რომ ლიგაზეც ისეთივე ლაღი და შემოქმედი იყოს როგორც სერია ა-ში.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენ ოქროს ბიჭს!!!
G.A.L.
16 მარტი 2023 15:43
1
ხვიჩამ დიდებულად ითამაშა ატალანტასთან, რაც აისახა Whoscored.com და Sofascore შეფასებებში
ზაქრო
16 მარტი 2023 09:40
0
გელა ნუგზარაშვილმაც ასე შთამბეჭდავად დაიწყო თავის დროზე.
გელას კვალზეა ხვიჩა.
მიდი გელა!
გენა
16 მარტი 2023 10:13
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული