უმწეო "ვალენსია" და გამორჩეული მამარდაშვილი - "ატლეტიკომ" ადვილად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა.

„ღამურების“ თამაში, მეტადრე დაცვაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, გაცილებით უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა. ქართველმა მეკარემ დეპაის, კარასკოს და ლორენტეს დარტყმული რთული ბურთები მოიგერია, მაგრამ მარტო, აბა, მრისხანე მეტოქესთან რას გახდებოდა.

„ვალენსია“ 26 ქულით ამ მომენტისთვის მე-17 ადგილზეა და 3 აპრილს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

"ატლეტიკომ" პრიმერაზე ბოლო 10 მატჩიდან 7 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 58 317 მაყურებელი
ატლეტიკო -
ვალენსია 3:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (23), 2:0 კარასკო (49), 3:0 ლემარი (67)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც გადავიდა მამარდა ვალენსიაში სულ ვიძახი, სხვა კლუბში საჭიროა დროზე წასვლა, თუ შესაძლებლობა იქნება.სჯობს იტალიაში ანდა ესპანეთის სხვა კლუბში.
ვალენსია არის წყალწაღებული გუნდი.
თემო
18:22 19-03-2023
0
Mesame golze mamarda tipebs exveweboda Kaci aeyvanat mainc chaij ...s dacva faqtiurad ar yavs gunds
იოსებ
17:17 19-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული