El Gol Digital: მამარდაშვილისთვის ყველაზე რეალური "იუვენტუსში" გადასვლაა - "ვალენსია" მინიმუმ 35 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
ესპანური El Gol Digital-ის ცნობით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით კვლავ დაინტერესებულია "იუვენტუსი", რომელიც მას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "ღამურების" მფლობელის, პიტერ ლიმის მუშაობა კატასტროფულია, რამაც კლუბის საფუძველი შეარყია, თუმცა ზოგი რამ სწორადაც იქნა გაკეთებული, როდესაც ახალგაზრდა უცნობი ტალანტები მიიწვიეს. შედეგად რამდენიმე თვეში მათმა ფასმა მოიმატა და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ქართველი გოლკიპერია.

ქართველი ლა ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მისი შეძენა ბევრ კლუბს სურს

"სრულიად უცნობი თბილისელი მეკარე "მესტალიაზე" 2021 წელს მივიდა, მაგრამ მხოლოდ
რამდენიმე თვე დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რასაც წარმოადგენს. მაშინ მისი ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 25 მილიონი გახდა".

კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა

"ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად კლუბი ზაფხულში ისევ გაასხვისებს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეს, რომელთა შორის მოცემულ მომენტში აქტივში ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც სატრანსფერო ღირებულებით, ასევე ასაკით, მამარდაშვილია.

კლუბში გაცნობიერებული აქვთ, რომ მისი ტრანსფერი რეალურია, რაც გუნდს დაასუსტებს, მაგრამ ხაზინა დიდი ფულით შეივსება - მინიმუმ 35 მილიონით. ეს თანხა "ღამურებს" სატრანსფერო ბაზარზე უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს".

ევროპული გიგანტი მამარდაშვილის შესაძენად

"უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის ზაფხულში სხვა გუნდში გადავა, თუმცა ახლა ზუსტად ვიცით, უფრო რეალური რომელი ვარიანტია. "იუვენტუსი" ვოიცეხ შჩესნის შემცვლელის მოძებნას შეეცდება, რომლის სათამაშო დონემ უკვე დაცემა დაიწყო.

"იუვეს" ძალიან უნდა ქართველის შეძენა, რამეთუ აწმყოსა და მომავლის მეკარედ მიიჩნევენ და იმასაც უწყიან, რომ "ვალენსია" მასში გვარიან თანხას მოსთხოვს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს - 2027 წლის ივნისამდე".

altლორისი უნდა შეცვალოს - მამარდაშვილის შესაძლო ლონდონურ ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა

altმამარდაშვილის ინგლისური ვარიანტები - იქნება "ტოტენჰემი" საუკეთესო არჩევანი?

altეს საინტერესოა - "ვალენსია" მამარდაშვილის გასხვისებას გეგმავს და უკვე მისი შემცვლელიც შეიგულა

alt"ატლეტიკო" ობლაკის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

altGazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ესპანური გამოცემის შეხედულება არის რომ ლიმამ შეარყია კლუბის საფუძვლები. ლიმამ უზარმაზარი ფული ჩადო კლუბში, მაგრამ ადგილობრივი პოლიტიკური მაფია არ ასრულებს შეთანხმების და კონტრაქტის პირობებს. უკვე თითქმის 8 წელია ხელს არ კიდებენ თითქმის დამთავრებულ ახალ სტადიონს, რომ კლუბს არ გადაეცეს. რაც შეეხება მამარდას გადასვლას სხვა კლუბში. თუ დარჩა ვალენსიაში, გაუჩნდება მუდამ წაგებულის ეფექტი, კლუბს არა აქვს არავითარი პოტენციალი.მისი ფასი მომავალი სეზონიდან დაიწყებს მხოლოდ დაწევას. არ ვიცი თუ იუვე საუკეთესო ვარიანტია მაგრამ იტალიაში ნამდვილად სჯობს მისი გადასვლა, რადგან ინგლისური თუ გერმანული სტილის ფეხბურთში მას გაუჭირდება( ჯერჯერობით).
თემო
23:24 19-03-2023
1
რათქმაუნდა გამიხარდება გიორგის ბებერ ქალბატონში გადასვლა, მაგრამ ჩემი აზრით ოდნავ სტაბილურობა აკლია,გამოსვლებზე თამაში აქვს გამოსასწორებელი,იუვე გრანდია მსოფლიო მასშტაბით და ასმაგად გამადიდებელი ლუპით დაუწყებენ ყურებას, მეშინია რაღაც მომენტში დაშვებული შეცდომის მერე რასაც ტიფოზების მხრიდან კრიტიკა მოჰყვება ამან მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ჩემი აზრით ჯობია ერთი წელი კიდე დარჩეს მესტალიაზე სადაც ენდობიან და სტაბილურად თამაშობს,გაიმყაროს მდგომარეობა და არც ისდრო არაა შორს როცა გრანდები მასზე ინადირებენ,ბარსა,რეალი, ატლეტიკო მათთან ჩატარებული გამორჩეული მატჩები ძალიან წაადგება თავდაჯერებულობის მხრივ
ალიკა
12:11 13-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული