2 გოლი და 2 საგოლე პასი 3 მატჩში - კვეკვესკირი მაგარ ფორმაშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა „ლეხში“ ისევ გამოიჩინა თავი.

პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში, ლოძში „ვიძევთან“ მატჩში, კვეკვესკირი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. 73-ე წუთზე ქართველის პასით მარხვინსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე ველდემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვეკვესკირმა ყველა ტურნირზე ბოლო 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასათვალისწინებელია, რომ სრულად მთელი შეხვედრის ჩატარება თითქმის არ უწევს.

პოზნანური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო გიორგი წიტაიშვილი.

„ლეხი“ 43 ქულით მესამე ადგილზეა და 2 აპრილს „პოგონს“
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფორმაში როა შეცვლაზე რატო შევიდა და რატო ძირითადში არ დაიწყო?! ეს როგორ, ნუთუ კითხვებს არ ბადებს ეს?...
არაუშავს, დიდი იმედი მაქვს ნიკა გაცილებით ძლიერ კლუბში გადავა!
ლაშა
08:41 20-03-2023
3
სათადარიგოში არ უნდა ყავდეთ
ტოტტი
07:52 20-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული