
გავრცელებული ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის "დინამოს" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, 2022 წელს "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავდა.