Arenanapoli: კვარაცხელია თბილისში 300 000-ევროიანი ავტომობილით გადაადგილდება

AutoSharing Option
Arenanoli აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მათივე ინფორმაციით, Twitter-ზე ქართველმა ჟურნალისტმა დაჩი წურწუმიამ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თბილისში Mercedes AMG GT Coupe-თი გადაადგილდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 300 000 ევროა. ის აღჭურვილია V8 ძრავით და შეუძლია მიაღწიოს 320 კმ/სთ სიჩქარეს.

წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ უცნობია, იქირავა თუ შეიძინა ხვიჩამ ეს მანქანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან და ნორვეგიასთან დაპირისპირებებისთვის ემზადება.


მკითხველის კომენტარები / 83 /
ღმერთმა შეარგოს ხვიჩას და კიდევ ყველას ვინც საკუთარი შრომით მოიპოვებს
Nik
22 მარტი 2023 16:02
1
მშვიდობაში და მწვანეზე სულ❤️
MARGALONA
22 მარტი 2023 14:18
1
აი რა თქვენი საქმეა რითი გადაადგილდება, კარგით რა, მაგასაც ბიუჯეტიდან აქვს ანაზღაურება?
გიორგი
22 მარტი 2023 14:44
4
ისეთი მყვირალა სათაურია, თითქოს ქალაქის მერი იყოს ან სოფლის მეურნეობის მინისტრი და სკანდალს იწვევდეს ! კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია ! ნუ გვეშინია ამის თქმის და ნუ ველოდებით ამის მქუხარედ ევროპელებისგან აღიარებას ! ეგენი ჯერ კიდევ იმ ბანგით არიან დაბრმავებულები, რითაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ და ძვირობდნენ მის ყიდვას ჯერ კიდევ "რუბინში".... იგი საკუთარი შრომით გამოიმუშავებს იმდენს, რომ რითაც უნდა იმით ივლის.... გაუმარჯოს ხვიჩას და სულ მწვანე შუქზე ევლოს ავტომანქანითაც, ფეხით სეირნობისასაც და მოედანზეც !
გიგი
22 მარტი 2023 21:28
1
თან მანქანაც მწვანე ჰყავს...
ლაშა
22 მარტი 2023 22:21
1
ღმერთმა ასი მაგდენი მიცეს ხვიჩას,ამდენი ხალხის სიხარულის და გაბედნიერებისთვის.ამინ!
ეკა
22 მარტი 2023 20:11
3
რა გინდათ თქვე ოხრებო ოპელით იაროს? მერე იმასაც იტყვით რა გაუჭირდა ასეთიო, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, კაცი გასაცემსაც გასცემს და გაჭირვებულსაც ეხმარება, ფეხბურთისკენ შემოგვაბრუნა, იმედი ჩაგვისახა და ამიტომ გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!!!!!!!!
Suxumchanin
22 მარტი 2023 21:37
1
გაიაროს ახალგაზდა მეტი რა სერცება ღმერთმა გაუმარჯოს ფეხბურთისკენ მომაბრუნა
ამირან
22 მარტი 2023 19:06
1
როდემდე უნდა იყუროთ სხვის ჯიბეში??? ვისი რა საქმეა?? თან ვის უთვლით??? ღმერთმა იმდენი მისცეს ხვიჩას, რამდენიც თვითონ გაეხარდება, რაც შეეხება მანქანას, მე პირადად ვთვლი, რომ საქართველოს და ქართველების გახარებისთვის მარტო ერთ თამაშზე ეკუთვნის
გგ
23 მარტი 2023 04:02
1
დაიმსახურა და ყავს.
ისე კი ჩემის აზრით არცერთი მანქანა არ ღირს ამხელა თანხა.
ისევე როგორც 100 ათასები არ ღირს საათები და ტილოები კიდევ მილიონები.
მილიარდერიც რომ ვიყო არ გადავიხდიდი :)
გაცილებით მეტი კარგი საქმის კეთება შეიძლება ვიდრე საათების გროვება, და ჯართში ამხელა ფულების ყრა
las
23 მარტი 2023 08:19
3
ეგ ბიჭი ქვეყნის ბიუჯეტს არ აზის, "ატკატებიდან " და მოპარული ფულით არ უყიდია, თავის ფეხებით, ნიჭით და შრომით აქვს მოპოვებული, ეკუთვნის და ღმერთმა შეარგოს
ეკუთვნის
22 მარტი 2023 21:16
1
100 მაგდენი მისცეს ღმერთმა
ნიკა
22 მარტი 2023 21:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული